მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 6:23

22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.24. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 6
23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 6, მ. 1-3)

1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.

უფალი მოდის მშობლიურ მხარეში იმიტომ, კი არა, თიტქოს არ იცოდა უყურადღებობას რომ გამოიჩენდნენ, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში არ ეთქვათ: ის რომ მოსულიყო, ვირწმუნებდითო. მოდის აგრეთვე, რათა ამხოლოს შურიანი ზნე თავისი თანამემამულეებისა; რამეთუ მაშინ, როდესაც ასე ამკობდა მათ სამშობლოს როგორც მოძღვრებით, ისე სასწაულებით, ამის ნაცვლად ამცირებდნენ უფალს მისი რარიბული წარმომავლობის გამო. აი როგორი ბოროტებაა შური! ის ყოველთვის ცდილობს დააბნელოს კეთილი და არ აძლევს საშუალებას მოშურნეებს დაინახონ იგი. მსგავსად ამისა, ახლაც მრავალნი თავიანთი კეთილგანწყობისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის