მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:19

18. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭიროOარის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა...

სრულად ნახვა
სიტყვა დიდ-მარხვის მეოთხესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მიუგო იესო და რქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? (მარკ. 9,19).

სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს, ისრეთს შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა, ანუ მდაბიურად რომ იტყვიან, გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. ერთი ამისთანა შემთხვევა არის აღწერილი დღეს წაკითხულ სახარებასა შინა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდენ ისრეთსა სულმოკლეობასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა, შეპყრობილი სულისაგან არაწმიდისა, მაშინ როდესაც მათ ჰქონდათ მაცხოვრისაგან მინიჭებული ძალი განკურნებად ესრეთთა სნეულთა, და კიდეც ბევრჯერ აუსრულებიათ ესრეთი სასწაული. ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა? უთხრა მათ განრისხებულმა იესო ქრისტემ.

განრისხება, ანუ გაჯავრება არის სამ ნაირი, ანუ სამ ხარისხოვანი, ზოგჯერ განრისხება არის სამართლიანი და სათნოიანი.

კანონიერი და სათნოიანი განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო, მაგალითებრ: როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის