თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უკეთურებაჲ ესე ორთაჲვე, ეშმაკისაჲცა და ფარისეველთაჲცა! მან ორნივე საცნობელნი დაუყვნა მის საწყალობელისანი: თუალნი და ყურნი, რაჲთა ვერცა იხილოს ქრისტე, ვერცა ჰრწმენეს; არამედ ქრისტემან ორნივე განკურნნა, რომლისათჳსცა ერნი იგი განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?“ ხოლო ფარისეველთა კუალადცა არა შეიკდიმეს გმობად, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მარადის მწუხარე იყვნეს სხუათა კეთილისათჳს, და არარაჲ ესრეთ იყო შემაურვებელ მათდა, ვითარ ცხორებაჲ კაცთაჲ, რამეთუ შური შესწუვიდა მათ. ჰე, თუმცა სრულიად დაეწუნეს! დაღაცათუ დაუტევნა ქრისტემან და განეშორა, არამედ კუალად ესმოდა მისთჳს დიდებულებაჲ და უძჳრეს ეშმაკისა მის შეწუხნეს; რამეთუ იგი განეშორა კაცსა მას და ივლტოდა დუმილით, ხოლო ესენი გმობდეს და მოკლვასა განიზრახვიდეს.
სახარებაჲ მათესი 12:23
22. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.23. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
სახარებაჲ მათესი თავი 12