მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:34

33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
სახარებაჲ მათესი თავი 12
34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ“ (12,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებსცა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი პირველი: რამეთუ აჰა ესერა თქუენ ბოროტნიღა ხართ, ნაყოფსა კეთილსა ვერ გამოიღებთო, არცა თუ სიტყჳსა კეთილისა ძალ-გიც თქუმად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან ჩუეულებით გაქუს ზრდილობითა მაგით ბოროტითა და მშობელთაგან უკეთურთა. იხილე უკუე სიტყჳსა ამის წესიერებაჲ: არა თქუა, თუ: ვითარ ჴელ-გეწიფების სიტყუად კეთილისა, რამეთუ ნაშობნი იქედნეთანი ხართ? რამეთუ ესე არა აყენებს კეთილისა სიტყუად გინა საქმედ, მშობელთა მედგართაგან შობაჲ, არამედ: „ვითარ ჴელ-გეწიფებისო კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ?“

ხოლო ნაშობად იქედნეთა უწოდა, რამეთუ მშობელთათჳს ზუაობდეს. ამისთჳს შვილებისაგან აბრაჰამისა განაშორნა იგინი და პატივისა მისგან შიშუელ-ყვნა და უჩუენა, თუ ვინ იყვნეს მშობელნი მათნი: მკლველნი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, მომპოვნებელნი იგი კერპთმსახურებისანი და მკლველნი შვილთა თჳსთანი შესაწირავად ეშმაკთა, მოქმედნი იგი მოუგონებელთა მათ ბოროტთანი, მსგავსნი ამათნივე.

„რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ“. აქა კუალად უჩუენებს, ვითარმედ ღმრთეებრ იცნის ყოველნი დაფარულნი გულთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:31-37 — სულიწმიდის გმობა და სიტყვის პასუხისმგებლობა:

31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის