თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ კრებაჲ იგი საეშმაკოჲ! ჵ საფარდული ბილწებისაჲ! ჵ როკვაჲ იგი უშჯულოებისაჲ, და ფასი როკვისაჲ მის უუშჯულოესი, რამეთუ კაცის-კლვაჲ ყოველთა კაცის-კლვათა უძჳრესი იკადრა ქმნად უღმრთომან და ღირსი იგი ბევრეულისა გჳრგჳნოსნობისა და ყოველთა მიერ ქებისა მოკლვად არა შეიკდიმა და თავი იგი შემმუსრველი ეშმაკთაჲ ტაბლასა მას ზედა სასყიდლად როკვისა შემოღებად არა შეძრწუნდა უშჯულოჲსა მის მამისა უუშჯულოესმან ძემან, სახელითაცა და საქმითა მსგავსმან მისმან.
იხილეა გული იგი კლდეთა უფიცხესი? იხილეა გონებაჲ იგი მიწათა უუგუნურესი? იხილეა კაცი იგი მჴეცთა უძჳრესი და პირუტყუთა უპირუტყუესი? ვითარ თავი თჳსი ფიცთა მიერ მონა-ყო და ბილწი იგი ქალი - ჴელმწიფე მიღებად, რაჲცა ენებოს. ხოლო მან ბირებითა დედისა მის უღმრთოჲსათა ითხოვა თავი ნათლისმცემელისაჲ. „და შეწუხნაო ჰეროდე, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას“.
თქუღა, უშჯულოვო, უკუეთუ შესწუხენ, რად არა სთქუ, თუ: ესე საქმე არა არს ყოვლადვე მეფობისა ჩემისაგანი; ხოლო მე გეფუცე, რაჲთა მეფობისა ამის წარმავალისა საქმე ითხოვო, ვიდრე ზოგადმდეცა მეფობისა (რამეთუ ესრეთ ეფუცა, ვითარცა...