თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ მოგუთა მათ არარაჲ ინებეს გამოძიებად, არამედ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეიწყნარეს ბრძანებაჲ, ხოლო ჩუენდა ღირს არს ძიებად მოგუთათჳსცა და ყრმისათჳსცა, თუ რაჲსათჳს არა ჰურიასტანს დაადგრა უშიშად ჰეროდესაგან, არამედ უბრძანა ანგელოზმან მოგუთა ფარულად წარსლვაჲ სპარსეთად და იოსებს ჰრქუა წარყვანებაჲ ყრმისაჲ მის ეგჳპტედ დედითურთ მისით. რაჲ არს ესე? უკუე-თუმცა მიეცა იგი ჴელთა ჰეროდესთა და ვერმცა უძლო მან მოკლვად მისა, არამცა სარწმუნო იქმნა, თუ ჴორცნი შეისხნა, არამცა შეწყნარებულ იქმნა სიტყუაჲ იგი განკაცებისაჲ, რამეთუ ესეცა იქმნა და სხუაჲ მრავალი კაცობრივითა წესითა; და ეგრეთცა იკადრეს ვიეთმე თქუმად, ვითარმედ აჩუენა ოდენ ჴორცთა შესხმაჲ და არა ჭეშმარიტ იყო განკაცებაჲ მისი. უკუე-თუმცა ყოველსავე ღმრთივშუენიერებით იქმოდა და ძალსაცა ღმრთეებისა თჳსისასა გამოაჩინებდა, რავდენ არა უმეტესადმცა დაამტკიცეს სიტყუაჲ თჳსი მეტყუელთა მათ ურჩულოებისათა. ამისთჳს თავს-იდვა ეგჳპტედცა სივლტოლაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო-ყოს.
ხოლო მოგუნი იგი წარავლინნა ადრე, რაჲთა მოძღუარ ექმნენ ქუეყანასა სპარსთასა, და რაჲთა მოიკიცხოს...