17. ნიჭი უფლისაჲ დაადგრის მართალთა ზედა და სათნოებანი იგი მისნი უკუნისამდე წარმართებულ იყვნენ.18. არნ, რომელი განმდიდრდებინ კრძალულებითა სიმტკიცისა მისისაჲთა. და ესე არს ნაწილი სასყიდლისა მისისაჲ.19. რაჟამს თქუას მან: ვპოვე განსუენებაჲ და აწ ვჭამო და ვიშუა კეთილისა მის ჩემისაჲ. და არა უწყინ, რაჲ ჟამი შეემთხჳის მას. იგი მოკუდის, დაუტევის იგი სხუათა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 11