21. მდიდარი რაჟამს აღიძრის, დაემტკიცის იგი. გლახაკი რაჟამს აღიძრის, მიმოდასაგდებელ იქმნის იგი მეცნიერთა მისთაგან.22. მდიდარი ოდეს სცთის, მრავალნი შეეწევიედ მას; უწესოსაღა თუ იტყჳნ, გან-ვე-ამართლიან იგი; გლახაკი ოდეს შესცთის, ყოველთავე რისხვით განკაფიან იგი. გონიერებასაღა თუ რასმე იტყჳნ, არავე აუფლიან მას სიტყუად.23. მდიდარი იგი იტყჳნ და ყოველნივე დადუმნიან და სიტყუაჲ მისი აღამაღლიან ღრუბლადმდე. გლახაკი იგი იტყჳნ და ყოველთა განკიცხიან; უკუეთუ შესცთის, და-ხოლო-ამჴჳან იგი.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 13