3. ნუ გრწამნ ცხორებაჲ იგი მათი და ნუ ესავთ ადგილსა მათსა, რამეთუ კუნესოდის გლოვითა უჟამოჲთა. შჯობს ერთი მართალი, რომელი ჰყოფდეს ნებასა ღმრთისასა, ვიდრეღა-არა ბევრთა უშჯულოთა. და უშვილოჲსაცა სიკუდილი უმჯობესად შეჰრაცხე, ვიდრეღა არა შვილთა ღმრთისა უმსახურებელთა.4. რამეთუ ერთისაგან გონიერისა ქალაქნი აღეშჱნნიან და ნათესავნი უღმრთოთანი აღოჴრდიან.5. მრავალი ესე იხილა თუალმან ჩემმან და უფროჲს არს, რომელი ისმინა ყურმან ჩემმან.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 16