7. რამეთუ არა ულხინა ნათესავსა მას ძუალთა გმირთასა, რომელნი-იგი განდგომილ იყვნეს მძლავრებითა მათითა.8. არა ერიდა დასამწირებელსა ლოთისსა, რომელნი-იგი საძაგელად შექმნნა ამპარტავანებისა მათისათჳს.9. არა ჰრიდა წარწყმედისაგან ნათესავსა მას ქანანელთასა, რომელნი-იგი მოსრნა ცოდვითა მათითა. ესე ყოველი უყო ცოდვითა მათითა ნათესავსა მას ქედფიცხელსა და სიმრავლესა მას წმიდათასა არა აოტა. რამეთუ არა დაიმარხნეს მათ მცნებანი იგი მისნი უდაბნოსა მას ზედა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 16