1. ყოველი სიბრძნჱ უფლისა მიერ არს და მის თანა არს უკუნისამდე.2. მქჳშაჲ ზღჳსაჲ და წუეთი წყლისაჲ და დღენი იგი საუკუნენი ვინ აღრაცხოს?3. სიმრავლჱ ცისაჲ და სივრცჱ ქუეყანისაჲ და უფსკრულნი იგი სიბრძნისანი ვინ გამოიკულინეს?4. მძღუარ ამის ყოვლისა დაებადა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ საუკუნითგან.6. ძირი სიბრძნისაჲ ვის გამოეცხადა და სიბრძნჱ მეცნიერებისა მისისაჲ ვინ გულისჴმა-ყო?8. ერთ არს ბრძენ და საშინელ ფრიად, რომელი-იგი ზის საყდართა ზედა დიდებისა მისისათა.9. უფალმან დაჰბადა იგი, იხილა და განრაცხა იგი და მიჰფინა იგი ყოველთა მათ საქმეთა მისთა.10. ყოვლისა თანა ჴორციელისა ნიჭითა თჳსითა განუყო იგი მოყუარეთა თჳსთა.11. შიში უფლისაჲ დიდებაჲ არს და სიქადულ და გჳრგჳნ სიხარულის და მხიარულების.12. შიშმან უფლისამან განაცხრვის გული და მიჰსცის სიხარული და მადლი და განგრძობაჲ დღეთაჲ.13. რომელსა ეშინოდის უფლისა, კეთილი ეყოს მას და შემდგომად დღეთა აღსასრულისა მისისათა იკურთხოს იგი.14. და დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და მორწმუნეთა თანა საშოჲთგანვე დაებადა მათ თანა.15. კაცთა თანა საფუძველსა საუკუნესა დაიბუდებდა და ნათესავსა მათსა ზედა სარწმუნო იქმნა წყალობაჲ.16. პოხაჲ სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და დაათრვნის ნაყოფითა თჳსითა.17. და ყოველი სახლი მისი აღავსის გულისსათქუმელითა მისითა და საუნჯენი - ნაყოფითა თჳსითა.18. გჳრგჳნი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და აღმოუყუავილის მხიარულებაჲ სიცოცხლისაჲ.19. რაჲჟამს იხილა და განრაცხა იგი, წყალობაჲ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ გამოუწჳმა მას და დიდებაჲ მცნებისმოყუარეთა მისთა აღუმაღლა.20. ძირი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და რტონი მისნი განაგრძობენ დღეთა ცხოვრებისათა.22. ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცუდად გულმწყრალსა განმართლებაჲ, რამეთუ სასწორი იგი გულისწყრომისა...23. ჟამამდე თმენაჲ ჴამს სულგრძელისა კაცისაჲ და აღსასრულსა მიჰსცის სიხარული.24. ჟამ ერთ გულსა შინა მათსა დაუმარხავნ სიტყუაჲ იგი მისი და მრავალთა ბაგეთა განთქჳან ქებაჲ მეცნიერებისა მისისაჲ.25. საფასეთა სიბრძნისათა არიან იგავნი მეცნიერებისანი, ხოლო შეურაცხ-უჩნ თუალთა წინაშე უღმრთოთასა ღმრთისმსახურებაჲ.26. შენ გულმან გითქუა სიბრძნესა, დაიცვენ მცნებანი, და უფალმან მოგცეს შენ იგი.27. რამეთუ სიბრძნჱ და სწავლულებაჲ არს შიში უფლისაჲ და სათნოებაჲ მისი არს სარწმუნოება და სიმშჳდჱ.28. შვილო ჩემო, ნუ ურჩ-ეყოფვი შიშსა უფლისასა და ნუ მიუვალ მას ორგულებით.29. და ნუ შეორგულდები შენ წინაშე პირსა კაცთასა, და ბაგეთა შენთაცა ეკრძალევე.30. ნუ აიმაღლებ თავსა შენსა, რაჲთა არა დაეცე; და ნუცა შეიმთხუევ თავსა შენსა გინებასა; და გამოგიცხადოს შენ უფალმან დაფარული იგი შენი, და შოვრის კრებულსა განგაოტოს შენ, რამეთუ არა შეეყავ შენ შიშსა უფლისასა და გული შენი სავსჱ არს ზაკუვითა.