მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიბრძნე ისუ ზირაქისა 2:1

1. შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა2. და წრფელ-ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 2
1. შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2017 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)

ქრისტე აღდგა! გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:

ქრისტე აღდგა! სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:

ქრისტე აღდგა! ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.

დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:

„გიხაროდეთ!“ (მთ. 28;9), „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20;19), „ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ () და „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18);...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის