მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიბრძნე ისუ ზირაქისა 2:5

4. ყოველივე, რაცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ5. რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისათა6. გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი და ესევდ მას
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 2
5. რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისათა

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2017 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)

ქრისტე აღდგა! გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:

ქრისტე აღდგა! სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:

ქრისტე აღდგა! ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.

დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:

„გიხაროდეთ!“ (მთ. 28;9), „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20;19), „ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ () და „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18);...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის