1. არს შეტყუება, რომელ არა არს კეთილ, და არს დუმილ, რომელ-იგი თჳთ იპოვის ბრძენ.2. რამეთუ დიდად უმჯობჱს არს შეტყუებაჲ, ვიდრეღა-არა გულისწყომასა.3. და რომელმან აღუვარის იგი, დაყენებულ არნ ნაკლულევანებისაგან.4. გულისთქუმაჲ საჭურისისაჲ არს დამდაბლებაჲ ქალწულთაჲ ქალწულებისაგან. ეგრე არს, რომელმან საჯოს საშჯელი მძლავრებით.5. არს, რომელი დუმილითა მით მისითა იპოვის ბრძენ. და ესე არს, რომელი საძულელ იქმნეს მრავლითა მით სიტყჳთა მისითა.6. და არს დუმილ, რომელი რეცა თუ არა არს პირსა შინა მისსა სიტყუაჲ, და არიან მდუმარ, რომელთა უწყიან ჟამი სიტყჳსაჲ.7. კაცი ბრძენი დუმინ ჟამადმდე, ხოლო უღმრთოჲ წარჰჴდინ ჟამსა.8. რომელმან განამრავლის სიტყუაჲ, იგი საძულელ იქმნის. და რომელი გარდარეულად სასტიკობნ, იგი შეურაცხ იქმნის.9. არს განმარჯუება უკეთურებასა ზედა კაცისასა და არს პოვნა და ნაკლულევანება.10. და არს ნიჭ, რომელ არა სარგებელ არს შენდა. და არს ნიჭი კუალად, რომელი სარგებელ არს ორ წილ.11. და არს ნაკლულევანება დიდებისათჳს; და არიან, რომელთა სიმდაბლისაგან აღიმაღლნიან თავნი.12. არიან, რომელთა მოიყიდიან დიდი კნინად, მიუზღიან იგი შჳდ წილ.13. რომელი ბრძენ არნ სიტყჳთა, თავი თჳსი საყუარელ იქმნის და მადლსა ცოფთასა ჰრცხუენოდის.14. ნიჭი უგუნურთაჲ არად სარგებელ არს, რამეთუ თუალნი მისნი ერთისა წილ მრავალსა ელიედ.15. მცირედ მისცის და მრავალი აყუედრის, და აღაღის პირი მისი, ვითარცა ქადაგმან; დღეს ავასხის და ხვალე გამოჰჴდინ. საძულელ იქმნის კაცი ეგევითარი.16. ცოფი ეგრე იტყჳნ: მე არავინ მივის მეგობარი და არა არს მადლ კეთილთა მათ ჩემთა.17. რომელნი ჭამენ პურსა ჩემსა, მაგინებელ არიან ენითა მათითა. რავდენ გზისმე რავდენთა საცინელ-ყონ.18. შჯობს ბრკუმაჲ ფერჴითა, ვიდრეღა-არა ენითა, ეგრეცა დაცემაჲ უკეთურთაჲ მსთუად მოიწიოს.19. კაცი უმადლოჲ ვითარცა ზღაპარი უჟამოჲსაჲ. ორმანვე ამან პირსა უსწავლელისასა აღიმსთჳს.20. პირისაგან უგუნურისა შეურაცხ იქმნიან იგავნი, რამეთუ არა თქუან იგი ჟამსა თჳსსა.21. არს, რომელი დაყენებულ არნ ცოდვისაგან უძლურებითა და განსუენებასა მისსა არა ინანის.22. და არს, რომელმან წარწყმიდის თავი თჳსი სირცხჳლითა და თუალთ-ღებითა მისითა წარწყმდის იგი.23. არს, რომელმან სირცხჳლისათჳს თავს-რაჲმე-იდვის მეგობრისაგან და მოიპოვის იგი მტერად ცუდად.24. ბიწ ბოროტ არს კაცისათჳს ცილისა სიტყუაჲ, ხოლო პირსა უსწავლელთასა აღიმსთჳს.25. მოსცის მპარავი, ვიდრეღა-არა რომელსა ემაწოს ტყუვილი. ხოლო ორთავე წარსაწყმედელი დაიმკჳდრონ.26. სახჱ კაცისა ცრუჲსაჲ გინება არს თავისა თჳსისა და სირცხჳლმან მისმან მისა მიმართვე აღიმსთოს. სიტყუანი იგავთანი:27. რომელი ბრძენ არნ, სიტყჳთა წარიჩინის თავი თჳსი. და კაცი გონიერი სათნო-ეყვის მდიდარსა.28. რომელი იქმოდის ქუეყანასა, აღამაღლოს ზჳნები თჳსი; და რომელი სათნო-ეყვის მდიდარსა, მოტევებაჲ პოვის შეცოდებათაჲ.29. ძღუენმან და ქრთამმან დაუბრმნის თუალნი ბრძენთანი და, ვითარცა გესლის-ყოფამან პირისამან, კუალად-აქცინის სიტყუანი.30. სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი. აწ რაჲ სარგებელ არს ორთაგანვე?31. შჯობს კაცისა, რომელმან დაიფარის სიცოფჱ თჳსი, ვიდრეღა არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.