1. შვილო ჩემო, სცოდო თუ, ნუღარა დაჰრთავ, არამედ წარსრულთა მათ ცოდვათა უფროჲს ილოცევდი.2. ვითარცა პირსა გუელისასა, ეგრე ევლტოდე ცოდვასა. უკუეთუ შეეახლო, გცეს შენ. ვითარცა შუვანი ლომისანი არიან შუვანი ცოდვისანი: ეწინიან, სციან, მოწყჳდნიან სულნი კაცთანი.3. ვითარცა მახჳლი ორპირი არს ყოველი უშჯულოებაჲ და წყლულებისა მისისაჲ არა არს კურნებაჲ.4. თქუმამან და გინებამან მოაოჴრიან სიმდიდრჱ, ეგრეცა სახლნი ამპარტავანთანი მოოჴრდენ.5. ლოცვაჲ გლახაკისაჲ მახლობელ არს ღმრთისა ეგოდენ, რაოდენცა ყურნი პირსა, და სამართალი მისი მწრაფლ გამოჴდის.6. სიძულილი შეტყუებისაჲ გზასა ცოდვილთასა იპოების. და რომელსა ეშინოდის უფლისა, მოაქციოს გულითა.7. საცნაურ არნ შორითვე ძლიერი ენითა; ხოლო რომელი გონიერ არნ ენითა, წინაჲსწარ უწყინ შეცოდებაჲ თჳსი.8. რომელი აშჱნებდეს სახლსა თჳსსა ფასითა უცხოთაჲთა, ეგრე არს, ვითარმცა ვინ შეკრიბა ქვაჲ ხუავად.9. ნაძეძი შეკრებული არს შესაკრებელი უშჯულოთაჲ, აღსასრული მათი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ.10. გზანი ცოდვილთანი განვაკებულ და ქვაგარდაკრებულ არიან, ხოლო აღსასრული მათი ჴნარცუ ჯოჯოხეთის.11. რომელმან დაიცვეს შჯული იგი, ეწიოს გონებასა მისსა და აღსასრულსა. არს შიში უფლისაჲ სიბრძნჱ.12. არა განისწავლოს კაცი, რომელი არა იყოს ბრძენ. ხოლო არა არს მეცნიერება, რომელმან განამრავლის სიმწარჱ.13. გონებაჲ ბრძენთაჲ ვითარცა ნაღუარევი მძაფრი და ზრახვანი მეცნიერებისანი ვითარცა მდინარჱ წყაროჲსაჲ.14. გონებაჲ სულელისაჲ ვითარცა კეცის ჭური შემუსრვილი და ყოველი მეცნიერებაჲ ვერ შეიკრძალის.15. სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ისმინის გონიერმან, აქის იგი და მანვე შეიძინის იგი. ისმინის საყჳრისაჲ კაცმან და არაჲ სთნავნ მას, გარემიიქციის პირი და ზურგით იგდის იგი.16. თხრობაჲ სიტყჳსაჲ ცოფისა კაცისაჲ, ვითარცა ტჳრთი რაჲმე, რომელი გზასა ზედა ძენ. ხოლო ბაგეთა ბრძენთასა იპოვის მადლი.17. პირი ბრძენისაჲ შერაცხილ იყოს კრებულსა შორის და სიტყუანი მისნი გულისხმა-ყვნიან გულითა.18. ვითარცა სახლი დარღუეული არს ცოფისა თანა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ სულისაჲ, გამოუძიებელი სიტყუაჲ.19. ვითარცა ბორკილნი ჴელთა, ეგრე არს უგუნურისა თანა სწავლულებაჲ და ვითარცა ჴელთბორკილნი ჴელსა მარჯუენესა.20. უგუნურმან სიცილსა აღიმაღლის ჴმაჲ თჳსი, ხოლო რომელი-იგი მეცნიერ არნ, ნიად და მშჳდად განიღიმის.21. ვითარცა სამკაული ოქროჲსაჲ არს გონიერისა თანა სწავლულებაჲ, ვითარცა ჴელსა მარჯუენესა.22. ტერფი ცოფისაჲ მოწრაფჱ არნ სახიდ შემართ, ხოლო კაცსა გამოცდილსა ჰრცხუენინ პირისაგან.23. კაცი უგუნური შეწუხდებინ და იჭჳრობნ სახიდ შემართ, ხოლო სწავლული გარეშჱ დადგის და ელინ.24. უგუნურება არს კაცისა ჭჳრობაჲ კარით. ხოლო რომელი-იგი გონიერ არნ, მძიმჱ უჩნ გინებაჲ.25. და ბაგენი უცხოთანი განწონილად დგენ.26. პირსა შინა სულისასა არს გუემაჲ მათი, ხოლო ბრძენთაჲ პირი მათი გულ არს.27. რადმე სწყევნ უღმრთოჲ ეშმაკსა; ესე არა უწყინ, რამეთუ თავსა თჳსსა სწყევნ.28. და შეიგინის თავი თჳსი ცუნდრუკმან და ყოველსა სამკჳდრბელსა თჳსსა საძულელ იქმნის.