9. ფიცსა ნუ დააჩუევ პირსა შენსა. და სახელისდებასა წმიდათასა ნუ დაეჩუევი ფიცად.10. რამეთუ ვითარმცა მონასა ზედაჲსზედა განიკითხევდ და გუემაჲ არა აკლნ, ეგრეცა რომელი ზედაჲსზედა ფუცავნ და სახელ-სდებნ, ცოდვისაგან არა განთავისუფლდეს.11. კაცი ფრიად მფუცველი აღივსოს უშჯულოებითა და სახლსა მისსა გუემაჲ არა მოაკლდეს. უკუეთუ შესცოდოს ცოდვანი მის თანა და თუ უდებ-ყოს, ცოდა მეორედ. და ცუდადღა თუ ფუცოს, არავე განმართლდეს, რამეთუ სახლი მისი აღივსო ზღვისდებითა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 23