16. ორი ჯერი არს, რომლითა განმრავლდების ცოდვაჲ და მესამემან მოავლინის რისხვაჲ.17. სული განჴურვებული ვითარცა ცეცხლი რაჲ ეგზებინ და არა დასცხრის, ვიდრე შთა-არარაჲ-თქის. კაცი მეძავი გუამითა ჴორცთა მისთაჲთა არა დასცხრის ვიდრე სიკუდიდმდე.18. კაცი, რომელი გარდაჴდის ცხედრით თჳსით და თქჳს გულსა თჳსსა: აწ ვინ მხედავს მე, ბნელი გარემომადგს მე და კედელნი ჩემნი მფარვენ მე, არავინ მხედავს. აწ ვისა მეშინის მე? და ცოდვაჲ ჩემი მაღალმან არა მოიჴსენოს.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 23