1. უდებებისათჳს მრავალთა ცოდეს და რომელთა უნებნ განმრავლების ცოდვათა, გარემიიქცინის თუალნი მისნი.2. ნაწევარსა კლდისასა დაესვის მანაჲ და შორის მიცემასა და მოღებასა ფრდისასა ღერძ ტეხილ იქმნის ცოდვაჲ.3. და არა თუ შიშსა უფლისასა შებმა-უყონ მსთუად, ადრე დაეცნენ სახლნი მათნი.4. ყრასა ცხრილისასა დაშთის ნაცხრენი, ეგრეცა გამოიცხრილნიან კაცნი გონებითა თჳსითა ჟამთა მათ ზრახვისათა.5. ჭურჭერი მეკეცისაჲ გამოცადის საჴუმილმან, ეგრეცა გამოცდაჲ ენისაჲ ზრახვითა თჳსითა.6. ვითარცა ხჱ მოსხამი ჩანნ ხილითა თჳსითა, ეგრეცა სიტყუანი ზრახვისანი გულსა კაცისასა.7. ზრახვადმდე ნუ აქებ კაცსა, რამეთუ ესე იგი არს გამოცდაჲ კაცისაჲ.8. შე-თუ-უდგე შენ სიმართლესა, მსთუად ეწიო მას და შთაიცუა იგი, ვითარცა სამკაული დიდებისაჲ.9. ყოველი მფრინველი მსგავსსა თჳსსა თანა დაადგრის, ჭეშმარიტებამან მოქმედთავე თჳსთა მიაქციოს.10. ლომი ნადირსა უმზირინ, ეგრეცა ცოდვაჲ უმზირინ მოქმედსა მას უშჯულოებისასა.11. სიტყუაჲ მართალთაჲ ყოველსავე ჟამსა სიბრძნჱ არს, ხოლო უგუნური, ვითარცა მთოვარჱ, იცვალის.12. შორის უგუნურთა ელოდე ჟამთა, ხოლო შორის მზრახვალთა აღიმსთვე.13. სიტყჳსა თხრობაჲ ცოფისაჲ საწყინელ არს და სიცილი იგი მათი ფუფუნება არს ცოდვის.14. სიტყუათა დიდად მფუცველისათა განუქიტნიან თმანი და ლაღობაჲ იგი მათი ყურთა ჴელის-შესასხმელ არნ.15. დათხევაჲ სისხლისაჲ არნ ლალვასა ამპარტავანისასა და გინებაჲ მათი სმენად საწყინელ.16. რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მან წარიწყმიდოს სარწმუნოებაჲ და არა პოვოს მეგობარი შემსგავსებულად თჳსა.17. შეიყუარე მეგობარი და ერწმუნე მას. უკუეთუ განაცხადნე ზრახვანი მისნი, ნუღარა უკუანა ჰხედავ მას.18. რამეთუ ვითარცა წარწყმიდის კაცმან მტერი თჳსი, ეგრე წარსწყმიდე შენ მეგობრობაჲ იგი მოყუსისა შენისაჲ.19. და ვითარცა მფრინველი ჴელთა შენთა განუტევე და ვერ მოიქციო იგი.20. ნუ სდევ მას, რამეთუ განგეშორა იგი შენგან და განგეშორა, ვითარცა ქურციკი საფრჴესა.21. რამეთუ წყლულებისაჲ არს შეხუევაჲ და გინებისაჲ არს დაგებაჲ. ხოლო რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მას წარუკუეთიეს სასოებაჲ.22. რომელი წამწამებნ თუალითა, იგი ნივთებნ ძჳრსა; და რომელი ჰხედავნ, განეშორის მისგან.23. წინაშე თუალთა დაგიტკბოს პირი მისი მტერმან და სიტყჳთა თჳსითა განგაკჳრვოს შენ. და უკუანაჲსკნელ პირი თჳსი განიმრუდოს და სიტყუათა შენთა გიზუელვიდეს.24. მრავალი შეცოდებაჲ არს, რომელი მოვიძულე და არა ვამსგავსე ამას, და უფალმანცა მოიძულნა იგინი.25. რომელმან აღსტყორცოს ქვაჲ აღმართ, თავსავე თჳსსა ზედა დამოჴდეს, და წყლულებამან ზაკუვითმან განამრავლნის ბრძჳრნი.26. რომელმან უთხაროს მოყუასსა ჴნარცჳ, იგივე შთავარდეს მას; და რომელმან დაუგოს მახჱ, მასვე შინა შეიპყრას.27. რომელი დაჰკრებდეს მოყუასსა თჳსსა ძჳრსა, მასვე შეეგორვოდის, და არა უწყოდის, ვინაჲ მოიწიოს მის ზედა ძჳრი.28. სიცილი და ყუედრებაჲ ბასრობისაჲ ამპარტავანთაჲ არს და შურისგებაჲ იგი ვითარცა ლომი უმზირდეს მათ.29. მახითა შეიპყრნენ, რომელთა უხაროდის დაცემაჲ მართალთაჲ, და სალმობამან განკაფნეს იგინი სიკუდიდ მათდამდევე.30. მტერობაჲ და გულისწყრომაჲ და ესეცა არს დიდ სიბილწე და კაცნი ცოდვილნი წარწევნულ იყვნენ ამით.