1. რომელი ეძიებნ სამართალსა, ღმრთისა მიერ ეწიოს, და ცოდვანი თჳსნი განკაფით განიკაფნეს.2. მიუტევე შეცოდებაჲ მოყუასსა შენსა. მაშინ თუ ილოცვიდე, მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.3. კაცსა თუ კაცისათჳს ემარხოს მანკიერებაჲ, უფლისა მიერ ვითარღა ითხოვს წყალობასა.4. კაცსა მას თუ მსგავსსა თჳსსა ზედა არა აქუნდეს წყალობაჲ, ცოდვათა თჳსთათჳს ვითარღა ითხოვდეს იგი მოტევებასა.5. იგი თავადი ჴორციელვე არს და იცის დამარხვაჲ მტერობისაჲ, სხუამან ვინ ულხინოს ცოდვათა თჳსთა.6. მოიჴსენე ჟამი აღსასრულისაჲ და კმა-ყავ მტერობაჲ, განიზრახე სიკუდილი და მოსწრაფედ დაეგე მცნებათა.7. მოიჴსენენ მცნებანი და ნუ ჰმტერობ მოყუასსა შენსა. განიზრახე აღთქუმაჲ მაღლისაჲ და განიშორე უკეთურებაჲ.8. და განიშორე შენგან ლალვაჲ და შემცირდენ ცოდვანი შენნი, რამეთუ გულისწყრომამან გულმწყრალისამან აღადგინის ლალვაჲ.9. და კაცმან ცოდვილმან შეაძრწუნნის მეგობარნი და შორის მამშჳდებელთა შეჰრიის ენისყოფაჲ.10. რავდენცა მისწუდებინ ცეცხლი, ეგოდენცა აღატყდებინ; და რავდენცა განმრავლდებინ ლალვაჲ, ეგოდენცა განემზადებინ ბრძოლაჲ. რავდენცა ძალ-უც კაცსა, ეგოდენცა ორძინ გულისწყრომაჲ. და რავდენცა არნ სიმდიდრჱ მისი, ამაღლდეს რისხვაჲ იგი მისი.11. ჴდომამან სწრაფითმან დასთხიის სისხლი.12. ჰბერო თუ ნაკუერცხალსა, აღაგზნე ცეცხლი, და დაჰნერწყო თუ, დაჰშრიტო იგი. და ესე ორივე პირისა შენისაგან გამოვალს.13. ცუნდრუკთა და ორენათა ერთბამად სწყევდით, რამეთუ მრავალნი მამშჳდებელნი წარწყმიდნა.14. ენამან სმუნვილმან მრავალნი შეარყინნა და დევნულ ქმნნა იგინი თესლითი თესლადმდე. და ქალაქნი ძლიერნი დაამჴუნა და ტაძრები მდიდართაჲ დააქცია.15. ენამან ორის მეტყუელმან დედანი ნანარნი განჴადნა და უცხო-ქმნნა იგინი ნაშრომისაგან მათისა.16. რომელსა ეგევითარი ენაჲ უყუარდეს, არა პოვოს მან განსუენებაჲ და ვერცა დაემკჳდროს იგი მშჳდობით.17. ცემამან გუელისამან ყვის წყლულებაჲ, ხოლო გუემამან ენისამან შემუსრის ძუალები.18. მრავალ არიან დაცემულ პირითა მახჳლისაჲთა, ხოლო არა ეგოდენ, რავდენნი დაცემულ არიან პირითა ენისაჲთა.19. სიხარულ არს, რომელი განერა მას და რომელი არა შეუდგა გულისწყრომასა თჳსსა და რომელმან არა ჰზიდა უღელსა მისსა და აპაურთა მისთა არა შეება.20. რამეთუ უღელი მისი არს უღელი რკინისაჲ და აპაურნი რვალისანი.21. სიკუდილ ბოროტ არს, სიკუდილი იგი მისი და უმჯობჱს არს მისა ჯოჯოხეთიცა.22. არა ერეოდის იგი ღმრთისმსახურთა და ცეცხლითა მისითა იგი არა შეიწუას.23. ხოლო რომელთა დაუტეონ უფალი, იგი შევარდენ ჴელთა მისთა და მათ ზედა აღატყდებოდის ცეცხლი და არა დაშრტეს. მოივლინოს მათ ზედა ვითარცა ლომი და ვითარცა ვეფხმან განრყუნნეს იგინი.24. ეკრძალე და მტკიცედ დეგ, მოიზღუდე ქუეყანაჲ შენი ეკლითა, ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი შეკარ.25. და სიტყუათა შენთა უქმენ საზომ და სასწორ და პირსა შენსა შეაბ ბჭეებ და კლიტეებ.26. და ეკრძალე, რამეთუ არა გიბრკუმეს და დაეცე შენ წინაშე მათსა, რომელნი-იგი გიმზირდენ შენ. რომელმან მიაგოს მადლი მერმჱ და ჟამსა დაცემისა მისისასა პოოს მან გამოჴსნაჲ.