1. რომელმან ყვის წყალობაჲ, მან ავასხის მოყუასსა თჳსსა, და რომელი განჰფენდეს ჴელთა თჳსთა სარწმუნოებით, იგი იმარხავს მცნებათა.2. ავასხე შენ მოყუასსა ჟამსა საჴმრისასა და მერმჱ მიეც მოყუასსა ჟამსა თჳსსა.3. განამტკიცე სიტყუაჲ და ერწმუნე მას. ყოველსა ჟამსა იპოოს საჴმარი იგი შენი.4. მრავალნი არიან, რომელ შეჰრაცხეს სესხი, ვითარცა პოვნაჲ, და შრომა ახუედრეს მავასხებელთა თჳსთა.5. მი-ღა-იღებნ, აკოცებნ ჴელთა და მერმეღა სხჳსა მის ჭურჭრისა ზედა პირად-პირადსა ჴმა-იქცევნ. და ჟამსა მიცემისასა განუგრძვის ჟამი და სიტყუათაღა საწყინელთა ასმენნ მას და ჟამსა მას ვაჲთ ჰხადინ.6. უკუეთუ ჯეკმა დაშურის, ძნიად ჴელთ-იდვის ზოგი ოდენ და მან ეგოდენ შეჰრაცხის, ვითარცა პოვნაჲ. უკუეთუ ვერ ჴელთ-იდვის, მაშინღა არნ, ვითარმცა სრულიად მიჰხუეჭა, და მოიპოვის იგი მტერად ცუდად. წყევაჲ და გინებაჲ დაჰკრიბის მას და დიდებისა წილ შეამთხჳის მას გინებაჲ.7. მრავალთა არა თუ სიბოროტისათჳს არა ავასხეს, არამედ ცუდ ყენებისაგან ეშინოდა.8. ხოლო შენ მდაბლისა მის ზედა სულგრძელ იქმენ და წყალობისა ყოფასა ნუ განიგრძობ.9. მცნებათა მათთჳს ჴელისამპყრობელ ექმენ შენ გლახაკსა და შეაგუვე ნაკლულევანებასა მისსა და ნუ წარავლინებ მას ჴელცალიერად.10. წარწყმიდე ვეცხლი შენი ძმისა და მეგობრისათჳს შენისა და ნუ დაგესლდებინ იგი ქვათა თანა წარსაწყმედელად.11. არამედ დასდებდ შენ ფასსა შენსა, ვითარცა-იგი გამცნო შენ მაღალმან, და სარგებელ-გეყოს შენ უფროჲს ოქროჲსა.12. შეიკრიბე შენ წყალობაჲ საუნჯესა შენსა და მან გიჴსნეს შენ ყოვლისაგან ბოროტისა.13. უფროჲს ფარისა მის ძლიერისა და უფროჲს ჰორლისა მის ქველისა მფარველ-გეყოს შენ პირისაგან მტერისაჲსა.14. კაცი ქველისმოქმედი თავსმდებ ექმნის მოყუასსა თჳსსა, ხოლო რომელსა წარუწყმედიენ სირცხჳლი, შუვა დაადგინის იგი.15. მადლსა მას თავსდებისასა ნუ დაივიწყებ, რამეთუ მან მისცა თავი თჳსი ნაცვალად შენდა.16. კეთილისყოფაჲ იგი თავსმდებისაჲ დაამჴჳს ცოდვილმან და რომელ-იგი უმადლო არნ გონებითა, მზღველად დაუტევის თავსმდები იგი თჳსი.17. თავსმდებებამან მრავალნი წარწყმიდნა კეთილთაგან და შეადგინნა რორინებასა ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.18. კაცნი აღჰფხურნა ადგილობნით და შეაცთუნნა იგი ნათესავთა შორის უცხოთა.19. ცოდვილი კაცი შევარდეს თავსდებად და რომელი შეუდგნ ფასისქცევასა, შეუდგნ საშჯელსა მისსა.20. შეეწიე მოყუასსა შენსა, რავდენცა ძალ-გედვას, და თავსა შენსა ეკრძალევე, რაჲთა არა დაეცე.21. დასაბამი ცხორებისაჲ არს პური და წყალი და სამოსელი და სახლი, რომელმან დაუფარის სარცხჳნელი თჳსი.22. შჯობს ცხორებაჲ გლეხისაჲ სართულთა ქუეშჱ ძელისათა, ვიდრეღა-არა ჭამადსა პირად-პირადსა უცხოჲსაგან ტაბლისა.23. დიდსა და კნინსა თუალით ნუ განჰზომ,24. რამეთუ მწარედ ცხორებაჲ არს სახლითი სახლად სლვაჲ და სადაცა ჰმწირობდე, ვერ ჰპოვო კადნიერებაჲ.25. ჰშურებოდი თუ და ჰრუდუნებდე ცუდად და ზედაღა მას ყოველსა გესმოდის ძჳრი,26. გრქუას შენ: წარჴედ და განმიმზადე ტაბლაჲ, მწირო, და ჴელითა შენითა მაჭამებდ მე.27. აღდეგ, მწირო, და გამოვედ, მომიჩუენე სახლი, რამეთუ სტუმრად მომივალს ძმაჲ ჩემი და სახლი იგი.28. მძიმე არს ესე კაცისა, რომლისა თანა იყოს გონებაჲ, წინვაჲ სახლისაჲ, ყუედრებაჲ სესხებისაჲ.