1. რომელსა უყუარდეს შვილი თჳსი, გულს-იდგინოს გუემაჲ მისი, რაჲთა იხარებდეს სრულებასა მისსა.2. რომელმან განისწავლოს შვილი თჳსი, შეიძინოს იგი და შორის მეგობართა თჳსთა იქადოდის.3. რომელი სწავლის ძესა თჳსსა ეშურების მტერსა, და წინაშე მეგობართა მის მიერ იხარებს4. მო-ღათუ-კუდეს მამაჲ მისი, რეცა თუ არა მოკუდეს, რამეთუ დაუტევა მან თჳსი მსგავსი სოფელსა შინა.5. ცხორებასა შინა მისსა ჰხედვიდა და იხარებდა და აღსასრულსა მისსა არა შეიჭუვნა.6. შორის მტერთა დაუტევა მან შურისმგებელი და მეგობართა მისთა მომგებელი მადლისაჲ.7. რომელი ჰფუფუნებდეს შვილსა თჳსსა, შეუხუევს წყლულებათა მისთა, და ყოველსავე ჴმასა შეუძრწუნდის ნაწლევი მისი.8. ცხენი უმწყი გამოჴდის ფიცხლად და შვილი აღტევებულად პოხილი გამოჴდის უსწავლელად.9. ჰფუფუნებდე თუ შვილსა, დაგაკჳრვოს შენ, და ჰლაღობდე თუ, შეგაჭუვნოს შენ.10. ნუ ეცინი მას, რაჲთა არა გელმოდის თანა და უკუანაჲსკნელ იღრჭენდე კბილთა შენთა.11. ნუ სცემ მას ჴელმწიფებასა სიჭაბუკესა მისსა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ უნასთა უკეთურებისა მისისათა.12. შეკეცენ გუერდნი მისნი, ვიდრე იყოსღა ყრმა. ნუუკუე განფიცხნეს და ურჩ გექმნეს და გულს სალმობელ.13. განსწავლე შვილი შენი და შუენიერ იყო მის თანა, რაჲთა არა გინებულებითა მით მისითა შენცა სცთე.14. უმჯობეს არს გლეხი ცოცხალი, რომელი ერეოდის სახესა თჳსსა, ვიდრეღა-არა მდიდარი ძჳრ-ძჳრად გუემული გუამითა თჳსითა.15. სიცოცხლჱ და სახეკეთილობაჲ უმჯობჱს არს ყოვლისა კეთილისა ოქროჲსა და სიცოცხლე ჴორცთაჲ, ვიდრეღა არა სიმდიდრესა გარდარეულსა.16. არა სიმდიდრჱ უმჯობეს არს სიცოცხლესა ჴორცთასა და არცა სხუაჲ სიხარული უფროჲს არს სიხარულსა გულისასა.17. შჯობს სიკუდილი ცხორებასა მწარესა და განსუენებაჲ მსთუადი სენსა მას განგრძობილსა.18. კეთილი თუ დაზჳნულ იყოს წინაშე პირსა დაჴშულსა, განმზადებაჲ ჭამადთაჲ სამარესა ზედა19. ესოდენ სარგებელი არს, ვითარ-იგი საკუერთხი დაგებული კერპთაჲ, რამეთუ არცა ჭამის და არცა იყნოსის. და მიიღის მან მსახურმან სასყიდელი უშჯულოებისაჲ, ეგრეცა რომელი იდევნოს უფლისა მიერ.20. ჰხედვიდეს თუალითა თჳსითა და სულთ-ითქუმიდეს, ვითარცა საჭურისმანღა შეიტკბის ქალწული და კუნესინ.21. ნუ მისცემ ზრუნვად სულსა შენსა, ნუცა აჭირებ ზრახვითა თავსა შენსა.22. სიხარული გულისაჲ არს ცხოვრებაჲ კაცისაჲ და დღეგრძელებაჲ კაცისაჲ არს მხიარულებაჲ ცხორებისა მისისაჲ.23. შეიტყუევდ თავსა შენსა და ნუგეშინის-ეც გულსა შენსა და გულისსიტყუაჲ განიშორე შენგან. რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი მოუწყუედიან ზრახვასა და არაჲ სარგებელ არს მისგან.24. შურმან და გულისწყრომამან მოუკლიან დღეთა და ჟამის წინა ზრუნვამან შეამთხჳის სიბერე.25. მხიარულმან გულმან და უხუმან იცინ ღუწოლაჲ ჭამადთაჲ.