1. მიწყალენ ჩუენ, უფალო ღმერთო ყოველთაო, და მომხედენ ჩუენ, მოჰფინე შიში შენი ყოველთა ზედა წარმართთა.2. და აღიღე ჴელი შენი ყოველთა ზედა უცხოთესლთა და იხილონ ძლიერებაჲ შენი.3. ვითარცა მათ წინაშე იდიდე ჩუენ ზედა, ეგრეცა ჩუენ წინაშე განძლიერდი მათ ზედა.4. და გიცნან შენ მათ, ვითარცა ჩუენ გიცანთ შენ, რამეთუ არა არს ღმერთ შენსა გარეშჱ, უფალო.5. განაახლენ საკჳრველებანი და მოაქციე სასწაულები, ადიდე ჴელი შენი და მკლავი მარჯუენაჲ შენი.6. განაღჳძე გულისწყრომაჲ და დასთხიე რისხვაჲ, მოსპე მტერი იგი და აღჴოცე მჴდომი.7. ისწრაფე ჟამი და მოიჴსენე დღჱ იგი საშჯელისაჲ და მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა სიმდიდრისა შენისათა.8. რისხვითა მით ცეცხლისა მისისაჲთა შემუსროს არაგანსარინებელი იგი მტერი; და რომელნი-იგი აჭირვებდენ ერსა მას შენსა, პოვონ წარსაწყმედელი განრყუნისა მათისაჲ.9. შემუსრე თავები მტერთაჲ, რომელნი იტყოდეს: არავინ არს ჩუენსა გარეშჱ.10. შეკრიბე ყოველი ნათესავი იაკობისი.11. უფალო, შეიწყალე ერი შენი, რომელ ჩინებულ არს სახელისა შენისა, ისრაელი, რომელ პირმშოსა მას ამსგავსე.12. შეიწყალე ქალაქი სიწმიდისა შენისაჲ იერუსალემი და ადგილი განსასუენებელისა მის შენისაჲ.13. აღავსე სიონი აღებად სიტყუათა მათ შენთა,14. და აღადგინენ წინაწარმეტყუელნი სახელისა შენისათჳს.15. მიეც სასყიდელი, რომელთა დაგითმონ შენ და წინაწარმეტყუელნი სარწმუნო იყვნენ.16. შეგესემინ, უფალო, ლოცვაჲ მსახურთა შენთაჲ კურთხევისა მისებრ აჰრონისა ერისა თჳსისა,17. რაჲთა გულისხმა-ყონ ყოველთა, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ხარ უკუნისამდე.18. ყოველი ჭამადი დაადნვის მუცელმან და არნ ჭამადი უმჯობჱს ჭამადისა.19. სასამან გამოიცადის გემოჲ ჭამადისაჲ ნადირთაჲ, ეგრეცა გულმან გონიერმან სიტყუანი გონიერებისანი და ჭეშმარიტებისანი.20. გულმან გულარძნილმან შეამთხჳის ჭუვილი. კაცმან გამოცდილმან მიაგოს მას.21. ყოველმან მამაკაცმან შეიმთხჳის დედაკაცი და დედაკაცი დედაკაცსა უმჯობჱს არნ.22. სიკეთემან დედაკაცისამან მხიარულ-ყვის პირი და ყოველსა გულისსათქუმელსა კაცთასა ჰმატს.23. იყოს-ღათუ ენასა მისსა წყალობა და მშჳდობა, არა არს ქმარი მისი მსგავს ძეთა კაცთა.24. რომელმან მოიპოვა დედაკაცი გონიერი, უწყიეს მას მოგებაჲ ცხორებისაჲ შემწედ მისა და სუეტად განსასუენებელად.25. სადა არა ახნ ზღუდჱ, მუნ მიმოდაიტაცის ნაყოფი, და სადა არა არნ დედაკაცი, მუნ კუნესიედ ვითარცა ცთომილნი.26. რამეთუ ვის ჰრწამნ მარტოჲ ავაზაკი, რომელი იცვალებინ ქალაქითი ქალაქად?27. ეგრეცა კაცი, რომლისა არა იყოს თჳსი ბუდჱ და დადგრომილ, სადაცა დაუღამნის.