11. ნუ აზრახებ კაცსა უღმრთოსა ღმრთისმსახურებისათჳს, ნუცა ცრუსა სიმართლისათჳს, ნუცა კაცსა გულმედგარსა ღუაწლისათჳს, ნუცა კაცსა შორიელსა გარდაქცევისა საფარდულისათჳს, ნუცა კაცსა მომფრდელსა განსყიდისათჳს, ნუცა კაცსა თუალბოროტსა მადლიერებისათჳს, ნუცა კაცსა უწყალოსა სახეტკბილობისათჳს, ნუცა კაცსა მცონარსა საქმისათჳს, ნუცა კაცსა მორეწესა სასყიდლისათჳს მიცემისა, ნუცა მონასა მედგარსა მრავლისა საქმისა ბრძანებისათჳს. ამას ყოველსა ნუ გულსა შეაპყრობ ყოვლისათჳს ზრახვისა.12. არამედ ყოვლისათჳს კაცისა მიმართ ღმრთისა იმაწენ ზრახვაჲ შენი უფროჲს, რომლისა გულითად უწყოდი, ვითარმედ იმარხნეს მცნებანი, რომლისა გონებაჲ შემსგავსებულ იყოს გონებასა შენსა. და-თუ-ეცემოდი, ელმოდის შენ წილ.13. და ზრახვაჲ გულისა შენისაჲ იყავნ მის თანა, რამეთუ არავინ გივის შენ უსარწმუნოეს მისა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 37