25. რაჲთამე განბრძნდეს კაცი, რომელსა ეპყრას ერქუანი და იქადოდის დეზისა ცემასა ჴართა ზახებითა და მისვე საქმისა მიმართ აღმსთობითა. და ზრახვაჲ მისი არნ ნაშობთა მიმართ კუროთასა.26. და გული მისი შერეულ არნ განმარტებად ურნატთა და უძილებაჲ იგი მისი არნ კუებვასა სამწყსოთასა.27. ეგრეცა ხუროჲ, ხუროთმოძღუარი, რომელნი-იგი ღამჱ, ვითარცა დღისი, იქცევიან. და რომელი გამოსწერნ და გამოჰქანდაკებნ წერილთა მათ ბეჭდისთუალებისა ხატად და უძილებათა მათთა განწვალეს პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ. გული მისცის მსგავსებასა გამოწერისასა და უძილებამან მათმან აღასრულის საქმჱ.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 38