27. ეგრეცა ხუროჲ, ხუროთმოძღუარი, რომელნი-იგი ღამჱ, ვითარცა დღისი, იქცევიან. და რომელი გამოსწერნ და გამოჰქანდაკებნ წერილთა მათ ბეჭდისთუალებისა ხატად და უძილებათა მათთა განწვალეს პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ. გული მისცის მსგავსებასა გამოწერისასა და უძილებამან მათმან აღასრულის საქმჱ.28. ეგრეცა მჭედელმან მახლობელად ბრძმედთა და განიცდინ შანთთა რკინისათა. მწუარი ცეცხლისაჲ დაუდნობნ ჴორცთა მისთა და სიცხესა მას ალისასა ჰბრძავნ. ჴმაჲ კუერისაჲ დაუყოფნ ყურთა მისთა და მსგავსებასა მას საქმეთა მისთასა არიედ თუალნი მისნი. გული მისი მისცის აღსრულებასა საქმისასა და უძილებაჲ მისი განაშუენებნ საქმესა მას.29. ეგრეცა მეკეცჱ ზინ საქმესა ზედა თჳსსა და ფერჴითა თჳსითა იქცევნ მორგუთა. რომელი-იგი ზრუნვით მას ზედა-ადგს საქმესა მას თჳსსა, შერაცხილ არიან ყოველნივე იგი საქმენი მისნი.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 38