1. ჩემი, მამისაჲ, ისმინეთ, შვილნო, და ეგრჱთცა ყავთ, რაჲთა ჰსცხომდეთ.2. რამეთუ უფალმან დიდებულ-ყო მამაჲ შვილთა ზედა და სამართალი დედისაჲ დაამტკიცა ძეთა ზედა.3. რომელმან თავ-უყოს მამასა; მან პოვოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ.4. და ვითარცა ფასსა დაიუნჯებდეს, რომელმან ადიდოს დედაჲ თჳსი.5. და თავ-უყოს მამასა, იგი იხარებდეს შვილთა მიერ და დღესა ლოცვისა მისისასა შეესმეს მისი უფალსა.6. რომელმან ადიდოს მამაჲ, დღეგრძელ იყოს ცხოვრებასა მისსა. და მორჩილმან უფლისამან განუსუენოს დედასა თჳსსა,7. და ვითარცა უფალსა, ჰმსახუროს მამასა და დედასა.8. სიტყჳთ და საქმით თავ-უყავ მამასა შენსა და მოვიდეს კურთხევაჲ იგი მისი.9. რამეთუ კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა, ხოლო წყევამან დედისამან აღჰფხურის საძირკუველითურთ.10. ნუ თავ-გეყოფვინ გინებულებაჲ მამისა შენისაჲ, რამეთუ არა არს იგი შენდა გინება, რაოდენ დიდება.11. რამეთუ დიდება კაცისა თავ-ყოფაჲ მამისაჲ თჳსისაჲ, და საყუედრელ არს შვილთა მამაჲ უდიდებელი.12. შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა და ნუ შეაწუხებ მას ცხოვრებასა მისსა.13. და თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა.14. მოწყალებაჲ მამისაჲ ნუ დაგავიწყდებინ, შვილო, რაჲთა ცოდვისა წილ აღგეშენოს შენ.15. და დღესა ჭირისა შენისასა მოგეჴსენოს შენ. ვითარცა ღრუბლით ტფილმანღა განადნვის მყინვარი, ეგრე განდნენ ცოდვანი შენნი.16. რამეთუ საგმობელ არს, რომელმან დააგდოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისა მიერ, რომელმან განაწყოს გული დედასა თჳსსა.17. შვილო ჩემო, საქმენი შენნი ყუდროებით აღასრულენ და კაცისა მიერ შერაცხილისა საყუარელ იყო.18. რავდენვე დიდ იყო, დაიმდაბლე თავი შენი, რაჲთა წინაშე უფლისა ჰპოვო მადლი.19. რამეთუ მრავალნი არიან ამაღლებულნი დამდაბლებულ, ხოლო ყუდროთა გამოუცხადნის დაფარულნი,20. რამეთუ დიდ არს ძალი უფლისაჲ. უფალი მდაბალთა მიერ იდიდების.21. უღრმჱსსა მას შენსა ნუ გამოეძიებ და უძლიერჱსსა მას შენსა ნუ გამოიკითხავ.22. რავდენი ბრძანებულ არს შენდა, იგი განიზრახე, რამეთუ არა გიჴმან შენ დაფარულნი ზრახვათანი.23. მეტნობასა საქმეთასა, რომელ არაჲ საჴმარ იყოს, ნუ გამოეძიებ, რამეთუ უფროჲსი გონებისა კაცთაჲსა ჩუენებულ არს შენდა.24. რამეთუ მრავალნი შეაცთუნნა იჭუმან მათმან და იჭუმან ბოროტმან განაცთუნნა ზრახვანი მეცნიერთანი.25. რომელსა უყუარდეს ბოროტი, მას შინავე წარწყმდეს.26. გული უკეთური შებოროტნეს უკუანაჲსკნელ.27. და გული ფიცხელი დამძიმდეს სალმობითა და ცოდვილმან დაჰზჳნოს ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.28. გულსა ამპრტავანისასა არა იყოს ლხინება, რამეთუ ნებასა უკეთურებისასა ძირი დაუბამს მათ თანა.29. გულმან გონიერმან გულისხმა-ყვის იგავი და ყუდრომან მორჩილმან გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ.30. ცეცხლი მოტყინარჱ დაშრიტის წყალმან, და მოწყალებამან მიუტევნის ცოდვანი.31. რაჲთა მიაგოს მადლი, მოეგებვოდის მერმეთა მათ ჟამთა და დღესა მას დაცემისა მისისასა პოვის მან ჴელისამპყრობელი.