15. რომელმან ისმინოს მისი, მან საჯნეს წარმართნი. და რომელი ეკრძალებოდის მას, დაეშენოს იგი სასოებით.16. უკუეთუ ჰრწმენეს იგი, დაიმკჳდროს სასოებით და სამკჳდრებელ ექმნენ მას ნაშობნი მისნი.17. უკუეთუ ვინმე დრკჳთა გულითა მიეგებვოდის მას, დასაბამსავე შინა ამხილოს მას, შიში და შეძრწუნებაჲ მიავლინოს მის ზედა და შეჭყლიმოს იგი მოძღურებითა თჳსითა, გამოცადოს იგი სამართალთა შინა მისთა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 4