1. ჵ სიკუდილო, რაბამ მწარე არს შენი საჴსენებელი კაცისათჳს, რომელი მშჳდობით იყოს ნაყოფთა თჳსთა ზედა, კაცისათჳს უზრუნველისა და წარმართებულისა, და-ღათუ-ედვას შეწყნარებად შუებისა.2. ჵ სიკუდილო, კეთილ არს შენი საშჯელი კაცისა ჴუებულისათჳს და ძალითა ნაკლულევანისათჳს, სიბერესა გარდაცთომილისა და ურჩისა მოძღურებისა მისგან, და რომელსა წარეწყმიდოს მოთმინებაჲ,3. ამას ნუ ჰრიდებ, სიკუდილო. მოიჴსენენ წინანი შენნი და შემდგომნი, რამეთუ შენ თანავე არიან.4. ესე საშჯელი უფლისა მიერ არს ყოვლისავე ჴორციელისა. აწ უკუე რაჲსა სდროებ ნებასა მას ღმრთისასა გინათუ ათ, გინათუ ას, გინათუ ათას წელ ჯოჯოხეთს შინა რიცხჳსათჳს ცხორებისა კაცთაჲსა.5. შვილო ჩემო, საძაგელ და ბილწ არიან ნაშობნი იგი ცოდვილნი და შესუარულ არიან მასვე ცხორებასა უღმრთოსა.6. წარუწყმედიეს მოთმინებაჲ და ნათესავისა მათისა თანა აღიმსთოს ყუედრებამან.7. კაცსა უღმრთოსა შვილნი თჳსნი აყუედრებედ, რამეთუ მის გამო ყუედრებაჲ მოიღიან.8. ვაჲ თქუენდა, კაცნო უღმრთონო, რომელ დაგიტევებიეს შჯული ღმრთისა მაღლისაჲ.9. ისხნეთ ღათუ შვილ, ნაშობნი იგი თქუენნი ნაკლულევანვე იყვნენ. და თუ მოსწყდეთ, წყევამან განგიყვანნეს თქუენ.10. ყოველივე, რაჲ არს ქუეყანისაჲ, ქუეყანადვე მიიქცეს, ეგრეცა უღმრთონი წყევით წარსაწყმედელსა მივიდენ.11. გლოვაჲ კაცისაჲ გუამსა შინა მისსა, ხოლო სახელი უღმრთოთაჲ უკეთურებითა აღიჴოცოს.12. იღუაწე სახელისათჳს, რამეთუ ესე წარგყვეს შენ ვიდრეღა არა ათასეულნი იგი ფასნი ოქროჲსანი დიდძალნი.13. ცხორებისა კეთილისა დღენი ჟამთანი აღ-ვე-ირაცხიან, ხოლო სახელი იგი კეთილი უკუნისამდე დაშთის.14. მოძღურებაჲ მშჳდობისაჲ დაიცევით, შვილნო: სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი, რაჲმე სარგებელ არს ორთავე ამათგან?15. შჯობს კაცი, რომელმან დაიფაროს სიცოფჱ იგი თჳსი, ვიდრეღა-არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.16. აწ უკუე შეიკდიმეთ სიტყუათა ამათ ჩემთა ზედა, რამეთუ არა კეთილ არს ყოველი სირცხჳლი დამარხვად და არცა ყოველი ყოვლითა სარწმუნოებასა შინა სათნო არს.17. სირცხჳლი ჯერ-არს მამისაგან და დედისათჳს სიძვისაგან; მთავრისა მისგან და ძლიერისა ცილის სიტყჳსათჳს,18. მოსაჯულისაგან და მოფარდულისაგან შეცოდებისათჳს,19. გუნდისა მისგან და ერისა უშჯულოებისათჳს; ადგილისა მისთჳს, რომელსა დაშჱნებულ ხარ, პარვისათჳს;20. ჭეშმარიტებისაგან ღმრთისა და მცნებათათჳს და ჴელისა გარდართხმისა ტაბლასა ზედა,21. ყუედრებისაგან მოთხოვისათჳს და მიცემისა ჟამსა თჳსსა და მომკითხველთა მათგან დუმილისათჳს;22. განცდისაგან დედაკაცისა; სხჳსაგან გარემიქცევისა პირისა ნათესავისაგან თჳსისა;23. მოღებისაგან ნაწილისა და მიცემისა; პირისა ხედვისაგან დედაკაცისაგან ქმრისცოლისა;24. მიზეზობისაგან გულისთქუმისა თჳსისა მჴევალისაჲსა და ნუცაღა მიადგები სარეცელთა მისთა.25. მეგობართაგან სიტყუათათჳს ყუედრებისაგან და მიცემისა შემდგომად არაყუედრებისა.26. და მორჩილებისაგან სიტყჳს სმენისა და მხილებისაგან სიტყუათა საიდუმლოთა.27. ამას ყოველსა ზედა იყავ მორცხუჱ ჭეშმარიტებით და ჰპოვო შენ მადლი ყოველთაგან კაცთა.