1. შვილო, ამათ ზედა ნუ გრცხუენინ და ნუცა თუალთღებით სცოდავ:2. შჯულისა მისთჳს მაღლისაჲსა და მცნებათა მათ მისთა და საშჯელისა განმართლებად ცოდვილისა;3. სიტყჳსათჳს შეყოფისათჳს და გზისა ზიარისა და საცემელისა მისთჳს სხუათა მკჳდრობისა;4. და ჭეშმარიტებისათჳს საწყალობელისა და სასწორისათჳს, მოღებისათჳს მრავლისა მცირითა;5. მიცემისა და მოღებისათჳს ვაჭართაჲსა და განსწავლისათჳს შვილთა ფრიადისა და მონისა უკეთურისაგან გუერდნი მოსისხლებად.6. და დედაკაცისა უკეთურისა კეთილ არს ბეჭდვაჲ და კრძალვაჲ, და სადა ჴელი მართალი არა იყოს, და-ცა-ჰკლიტე,7. და რაჲ მისცე, რიცხჳთ მიეც და მოიღე ყოველი წიგნით.8. სწავლისათჳს უგუნურისა და ცოფისა და მჴცოვნისა გარდასრულისა, რომელი თანამდებ იყოს საშჯელისათჳს სიძვისაჲსა, და იყო შენ მოძღურეულ ჭეშმარიტად და გამოცდილ და რჩეულ იპოვო შენ ყოვლისა ცხოველისა.9. ასული მამისა თჳსისა დაფარული უძილებაჲ არს და გულისსიტყუათა მათ მისთა განაშორიან ძილი მისი, სიყრმესა მას მისსა ზრუნავნ: ქალწულებასა ნუთუ გარდაჰჴდეს. ქმრისცოლებასა ზრუნავნ: ნუთუ უშვილო იყოს და საძულელ,10. და ქალწულებასა ნუუკუე საგმობელ იქმნეს და საქმროსღა იყოს, ნუუკუე სცთეს.11. ასულსა ზედა ურიდსა განჰმზადე საცოჲ, ნუუკუე ღონე პოვოს და თავით თჳსით ვიდოდის, და იყო შენ ფერჴის საცემელ მტერთა შენთა და სასიტყუელ ქალაქსა შინა და კრებულსა ერისასა, და გარცხჳნოს შენ მრავალთა შორის.12. ყოვლისა კაცისა სიკეთესა ნუ განიცდი და შორის დედათა ნუ გმაწავნ,13. რამეთუ მისვე სამოსლისაგან გამოჴდის მღილი და მისვე დედაკაცისაგან გამოჴდის უკეთურებაჲ.14. შჯობს სიბოროტჱ იგი მამაკაცისაჲ, ვიდრეღა-არა სიბოროტესა დედაკაცისასა. დედაკაცმან, რომელმან არცხჳნოს საგმობელად.15. მოიჴსენენ საქმენი უფლისანი, რაჲ-იგი ვიხილე, გითხრობდე სიტყჳთა მით ბრძანებისა მისისაჲთა, საქმენი მისნი და ყოველი ნებაჲ მისი სიმართლით.16. მზჱ აღმომავალი ყოველთა ზედა ერთბამად გამობრწყინდის და დიდებულებითა მით უფლისაჲთა სავსე არიან საქმენი მოხარკებისა მისისანი.17. არაჲ ჰზაკუა უფალმან წმიდათა მისთა. მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მათ მისთა, რაჲ-იგი დაჰბადა უფალმან, მერთისა მპყრობელმან, დამტკიცებად დიდებითა მით მისითა ყოველნი იგი.18. უფსკრულნი ღრმათანი და სიჴშოჲ იგი ძმაცვულებისაჲ განიზრახა. გულისხმა-ყო უფალმან მაღალმან ყოველივე იგი გონებაჲ მათი და მიჰხედა მან სასწაულითა მით საუკუნოჲთა.19. თხრობად ყოველი, რომელი ყოფად არნ და განცხადებად კუალი იგი დაფარულთა საჲდუმლოთაჲ.20. არაჲ თანაწარჰჴდა მას და არცა რაჲ დაეფარა მისგან, ყოვლისა მისგან ზრახვისა არცაღა ერთი სიტყუაჲ.21. სიმდიდრემან სიბრძნისა მისისამან შეამკო იგი, ვითარცა არს უკუნითი უკუნისამდე. არცა შეეძინოს, არცა გამოეჴუას და არცა ჴუებულ იყო იგი სხუათა ზრახვათაგან.22. ვითარცა ყოველნი საქმენი მისნი გულისსათქუმელ არიან, ვიდრე ნაკუერცხალადმდე ხილვად.23. ესე ყოველი დგას და ელის უკუნისამდე ყოველსა მას საჴმარსა, ყოვლითავე დამორჩილებულ არს.24. ყოველი მრჩობლი ერთი ერთსა შესატყუებელად არარაჲ შექმნა ნაკლულევანებით.25. ვინ განძღა ხილვითა მით დიდებისა მისისაჲთა?