1. ზრახებაჲ იგი მაღლისაჲ სამყაროჲსა წმიდისაჲ, ხილვაჲ ცათაჲ განცდად დიდებულებისა მისისა.2. მზჱ განცდილად უთხრობს გამოსლვასა, ჭური იგი მადლისაჲ განსაკჳრვებელი ქმნული მაღლისაჲ,3. სამხრით კერძო განაჴმო ქუეყანაჲ, წინაშე სიცხესა მისსა ვინმე დაუდგეს?4. ბრძმედნი იგი ქუეშჱ საბერველთა საქმჱ სიცხისაჲ სამ წილ მისა. მზემან განაჴურვნის მთანი, ცეცხლითა აღრეულითა მოჰბერის სული სასტიკებისაჲ და გამობრწყინვებამან მისმან დაუბრყჳლნის თუალნი.5. დიდ არს უფალი, შემოქმედი მისი, და სიტყჳთა მისითა დააცხრვნა სლვანი იგი მისნი.6. და მთოვარჱ ყოველსა შინა ჟამსა მისსა გამოჩინებად ჟამთა მათ საუკუნეთა.7. მთოვარისაგან არს სასწაული წელიწადისაჲ. ნათელი, რომელი განკფდის აღსასრულსა მისსა,8. რამეთუ წელიწადისა მის გამო სახელ-ედების, ორძინ საკჳრველად განკაფულებასა მისსა. ჭური განწყობილთა შინა სამყაროსა შინა ცისასა გამობრწყინდეს.9. სამკაული ცათაჲ, დიდებაჲ ვარსკულავთაჲ, სოფელი განანათლეს უფლისა მიერ მაღლით გამო.10. და სიტყჳთა მით წმიდისაჲთა დგენ იგინი საშჯელსა შინა და არა განეტევნენ იგინი საპყრობილით მათით.11. იხილე მშჳლდი და აკურთხე შემოქმედი იგი მისი, ვითარ იგი შუენიერ არს დიდებულებითა მით გამობრწყინვებისა მისისაჲთა.12. შედგნა ცანი სამყაროჲთა მით დიდებისა მისისაჲთა, ჴელთა მაღლისათა გარდაართხნეს იგინი.13. ბრძანებითა მით მისითა განეფინა თოვლი და აურვებნ ელვათა მათ განმზადებულებითა მით მისითა.14. ამისთჳს განეხუნეს საუნჯენი და ფრინვიდეს ღრუბელნი, ვითარცა ფრთით მფრინველნი.15. სიმდიდრითა მით მისითა მისცა ძალი ღრუბელთა და შეიმუსრნეს ლოდნი იგი სეტყჳსანი, ჴმაჲ იგი ქუხილისაჲ დაშჯის ქუეყანასა,16. და მიხედვითა მისითა შეიძრნიან მთანი. ნებითა მისითა ქრინ ბღუარი,17. და ნიავქარმან ჩრდილოჲსამან შეძრნის ქარნი.18. ვითარცა ფრთოვანნი მფრინველნი, ეგრე დადვის თოვლი და ვითარცა მკალმან ბინიკი დაიდვის. გარდამოსლვამან მისმან ქუეყანად, სიკეთემან სისპეტაკისა მისისამან მოაგრგინის თუალთა და წჳმაჲ იგი მისი დაუკჳრდის გულსა.19. და თრთჳლი, ვითარცა მარილი, დააცჳის ქუეყანასა ზედა და ღა ჰყინის, იქმნის იგი, ვითარცა ჰორლის პირები.20. ყინელსა სულსა ჩრდილოსა ქარი ქრინ და შეჰყინდის წყალთა ზედა მყინვარი და ყოველთა დაიბანაკეს; და ვითარცა თორნე შთაიცუან იგი წყალთა ყოველთა.21. შეჭამნის მთანი და უდაბნონი დაზრნის და დააჭნვნის მწუანენი, ვითარცა ცეცხლმან.22. და მერმე მანვე იესუ დაჰნერგოს; განკურნებითა ყოველი სწრაფით დაფაროს ნისლმან და ვითარცა ცუარმან განამხიარულის სიცხჱ.23. ზრახვითა მით მისითა დაფარნა უფსკრულნი,24. რომელ შთაჴდიან ზღუასა. და ჩუენ სმენითა ყურთა ჩუენთაჲთა დაგჳკჳრდის.25. და მუნ არიან სადიდებელნი და პირად-პირადნი იგი საკჳრველნი საქმენი მისნი და პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ ვეშაპთაჲ მათ.26. მისთჳს განმარჯუებულ არს აღსასრული მისი, ბრძანებითა მისითა განმტკიცებულ არს და დგას ყოველი.27. მრავალსა ღათუ რასმე ვიტყოდით, ვერვე მიმწდომელ ვართ და ყოვლისავე შემდგომად სიტყუათაჲ ჴამს დასასრული ყოვლითავე, იგი არს თავადი.28. ვადიდებდეთ შე-თუ რაჲმე-უძლოთ. რამეთუ თავადი დიდ არს ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.29. საშინელ არს უფალი დიდად და საკჳრველ არს ძალი მისი.30. დიდებასა უფლისასა აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, რავდენცა ძალ-გედვას. რამეთუ იგი ამაღლებულ არს ყოვლისა უფროჲს. აღმაღლებაჲ მისი განამრავლეთ ძლიერად, ნუ გეწყინებინ შრომაჲ, რამეთუ ვერ ჴელგეწიფებინ მიწდომად.31. ვინმე იხილა იგი და თხრობად უძლოს, ანუ ვინმე ადიდოს იგი, ვითარცა ღირს მისა?32. უმრავლესნი დაფარულ არიან საკჳრველნი საქმეთა მისთანი უფროჲს ამათსა, რამეთუ მცირედ თუ რაჲ მიხილავს ჩუენ საქმეთა მათ მისთაგანი.33. რამეთუ ყოველი შექმნა უფალმან და მსახურთა მათ მისთა მისცა სიბრძნჱ.