მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიბრძნე ისუ ზირაქისა 44:14

13. მიუკუნისამდე ეგოს ნათესავი იგი მათი და დიდებულებაჲ იგი მათი არა აღიჴოცოს.14. გუამნი იგი მათნი მშჳდობით დაემარხნეს და სახელი მათი ეგოს უკუნისამდე.15. სიბრძნესა მათსა მიუთხრობდეს ერნი და ქებულებასა მათსა იტყოდიან ეკლესიანი.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 44
14. გუამნი იგი მათნი მშჳდობით დაემარხნეს და სახელი მათი ეგოს უკუნისამდე.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი (ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის მასწავლებელი, ისუ ზირაქი, წიგნსსა შინა თვისსა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობასა ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარჩინებულთა პირთა, და, სხვათა შორის, ამას იტყვის მათზედა: სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი.

იგივე სიტყვები ისუ ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით ჩვენ, შვილთა ახლისა აღქმისათა, შეგვიძლია ვსთქვათ, წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლესა ზედა. დღეს ყოველნი ქრისტეს მორწმუნენი ერნი და ყოველნი ეკლესიანი, არა თუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არა მართლ-მადიდებელნიცა, სიბრძნესა მათსა მოუთხრობენ, და ქებასა მათსა აღიარებენ. დღეს ურიცხვნი ერნი, ყოველთა ეკლესიათა შინა შეკრებილნი, ყოველთა საღმრთო წიგნთაგან, სამოციქულოისაგან, სახარებისაგან და სხვა ყოველთა ეკლესიურთა წიგნთაგან, მოისმენენ ქებასა მათსა, და ეგრედვე სიბრძნესა მათსა, თვით მათი დაწერილი წიგნებიდგან ამოკითხვითა.

გარნა, საყვარელნო ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, აწინდელს დღესასწაულს აქვს მეორე, ამაზე უდიდესი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის