19. აბრაჰამ დიდი მამა ექმნა მრავალთა მათ ნათესავთა. არავინ იპოვა მსგავს მისა დიდებითა,20. რომელმან დაიმარხა აღთქუმაჲ იგი და შჯული მაღლისაჲ და იქმნა ჴელცემულ მის თანა და ჟამსა მას გამოცდისასა იპოვა იგი სარწმუნო.21. ამისთჳს ფიცით განამტკიცა იგი კურთხევად წარმართთა ნათესავისა მისისა თანა, განმრავლებად ნათესავისა მის თჳსისა, განორძინებად ნათესავისა მისისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, დამკჳდრებად მათა ზღჳთი ზღუადმდე და მდინარითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 44