10. კუართი იგი სიწმიდისაჲ ოქროქსოვილი იაკინთესა შინა ქმნულებაჲ გონებითა გამოჭრელებული ფიცარსა მას ზედა საშჯელისასა შესატყუებელად ჭეშმარიტებისა მის მეწამულისაგან სთულისა საქმითა ჴელოვნებისაჲთა.11. საქმჱ ანთრაკებითა მით პატიოსნებითა, საქმითა მით გამოძერწილებისაჲთა, საქმითა ოქროჲსა ლესულისაჲთა, დიდსასყიდლისაჲთა ქვითა დიდებულითა საჴსენებელად საუკუნოდ წერილითა მით გამოსახულითა მსგავსად რიცხუთა მათ ნათესავთა ისრაელისათა.12. გჳრგჳნითა მით ოქროჲსაჲთა ზედა სამკაულსა მას ოხრისასა მსგავსად ხატისა მის ბეჭდისა წმიდისაჲსა სადიდებელად სიქადულისა საქმითა ძლიერებისაჲთა, ხილვად საკჳრველად ქმნულკეთილობაჲ იგი მისი მის წინაშე.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 45