14. საკურთხეველთა მათთა ზედა შეწირონ იგი ყოველთა მათ დღეთა ორგზის ზედაჲსზედა.15. აღივსნა მოსჱ ჴელნი მისნი და სცხო მას საცხებელი იგი სიწმიდისაჲ მას და მისსა ნათესავსა მიდღეთა მათმდე ცისათა მსახურებად მისა მღდელობითა ერთბამად და კურთხევად ერისა მის თჳსისა სახელითა მით წმიდითა მისითა.16. გამორჩევით გამოირჩია იგი ყოვლისა მისგან ცხორებისა შეწირვად მსხუერპლისა მის წინაშე მერთისა მპყრობელისა და საკუმეველითა მით სულნელითა საუკუნოდ სასჴენებელად, მისატევებელად ცოდვათა მათ საზეპუროჲსა მის ერისათა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 45