22. გარნა ქუეყანაჲ იგი ერისა მისისა თანა არა დაიმკჳდროს და ნაწილი იგი არა იყოს მისი ერსა მას შორის; რამეთუ იგი თავადი არს მისა ნაწილად და სამკჳდრებელად და უფალი თავადი არს შორის ისრაელისა.23. ფინეეზ ძჱ იგი ელიაზარისი, მესამჱ დიდებულებითა, მოშურნებაჲ იგი მისი შიშისა მისგან უფლისაჲსა და განმტკიცებასა მას მისსა ძლევად ერისა მის სიქველითა მით გულისა მისისაჲთა, ყო მოტევებაჲ იგი ისრაელსა ზედა.24. ამისთჳსცა განმტკიცნა აღთქუმაჲ იგი მისი წინამძღურად წმიდათა და ერისა მის თჳსისა მღდელობაჲ იგი სიმდიდრისაჲ უკუნისამდე.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 45