24. ამისთჳსცა განმტკიცნა აღთქუმაჲ იგი მისი წინამძღურად წმიდათა და ერისა მის თჳსისა მღდელობაჲ იგი სიმდიდრისაჲ უკუნისამდე.25. და აღთქუმაჲ იგი, რომელ ყო დავითის თანა, ძისა იესესისა, ნათესავისა მისისა, სამკჳდრებელად ერისა მეუფისა მის ძისა მხოლოდშობილისა, სამკჳდრებელად აჰრონისა და ნათესავისა მისისა.26. აწ აკურთხევდით უფალსა უხუსა მას და ქველისმოქმედსა, რაჲთა მოგცეს თქუენ გონებაჲ გულთა თქუენთა და განიკითხოს ერი იგი თჳსი სიმართლით, რაჲთა არა უჴმარ იქმნეს კეთილი იგი მათი და დიდებაჲ იგი მათი ნათესავსა შინა მათსა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 45