3. სიტყჳთა მით მისითა და სასწაულებითა და საკჳრველებითა მით განამრავლა იგი და დიდებულ-ყო იგი წინაშე მეფეთა მათ. მისცნა მცნებანი იგი ერსა თჳსსა და უჩუენა მათ დიდებაჲ იგი თჳსი.4. სარწმუნოებითა მით მშჳდობისაჲთა და სიმდაბლისაჲთა გამოირჩია იგი ყოვლისაგან ჴორციელისა.5. ასმინნა მათ სიტყუანი თჳსნი და მიიზიდა შინა ღრუბელსა მას მისსა. და მისცნა მათ პირისპირ მცნებანი იგი მისნი, შჯული ცხორებისაჲ სასწაულითა მით სიბრძნისაჲთა სწავლად იაკობისა, შჯული მისი და სამართალნი მისნი ძეთა მათ ისრაელისათა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 45