4. ჴელითა რაჲმე მისითა კუალად-იქცა მზჱ და ერთი იგი დღჱ ორის წილ შეიქმნა.5. ჰხადა მან ღმერთსა მაღალსა და ძლიერსა ჟამსა მას, ვითარცა აჭირვებდა და მოჰსრვიდა იგი გარემოჲს მტერთა მათ მისთა. ისმინის მისი ღმერთმან ლოდითა მით სეტყუაგანრეულითა ძლიერებითა მით ძლიერისა მის6. დაცემად ზედა ნათესავსა მას მტერთასა, დაბადებასა მას მისსა შეჰმუსრვიდა ნათესავთა მათ მჴდომთასა, რაჲთა გულისხმა-ყონ წარმართთა შემუსრვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ, რამეთუ პირსა წინაშე უფლისასა იყო ბრძოლაჲ იგი მათი.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 46