9. მუნ დაადგინნის მან მაქებელნი იგი საკურთხეველსა მას ღმრთისასა, რომელთა-იგი ჴმითა მით ტკბილითა საფსალმუნისაჲთა შეანელიან გულთა მათ ერისათა.10. და მისცა მან დღესასწაულთაჲ მათ განშუენებაჲ და შეამკვნა ჟამნი იგი აღსასრულადმდე ქებასა მისსა და განთიად ოხრად სიწმიდესა მას მისსა.11. და უფალმან მოსპნა ცოდვანი იგი მისნი მისგან და აღამაღლა უფალმან რქაჲ მისი უკუნისამდე და მისცა მას აღთქუმაჲ იგი მეუფისაჲ და საყდარნი იგი დიდებისანი შორის ისრაელსა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 47