1. ამისა შემდგომად აღდგა ელია წინაწარმეტყუელი, ვითარცა ცეცხლი, და სიტყუაჲ იგი მისი, ვითარცა ალი აღატყდებოდა.2. რომელმან-იგი მოაწია მათ ზედა სიყმილი იგი პურისაჲ და შურითა მისითა შეამცირნა იგინი.3. და სიტყჳთა თჳსითა დააყენა წჳმაჲ და გარდამოჴდა სამგზის ცეცხლი იგი.4. ვითარღა იდიდე საკჳრველებითა შენითა, ელია. აწ ვინ არს მსგავს შენდა, რომელმან იქადოს.5. ვინ აღადგინნეს მკუდარნი მიწით და უფსკრულთა მათ ჯოჯოხეთისათა სიტყჳთა მაღლისაჲთა.6. რომელმან დაჴადნა მეფენი წარსაწყმედელად და პატიოსანნი იგი ცხედრით მათით.7. ესმა სინას სიტყჳსმოგებაჲ იგი და ქორებს შჯული სიტყჳსგებათაჲ მათ.8. რომელმან მისცნის მეფეთა მათ მისაგებელად, წინაწარმეტყუელნი მისა შემდგომად ასხურნა.9. რომელმან აღიმაღლა ნიავქარითა მით ცეცხლისაჲთა, ეტლითა მით და საჴედრებითა ცეცხლისაჲთა.10. რომელი დაიწერა ჟამთა მათ მხილებისაგან შემოკლებისა რისხვისა მისგან წინა მოქცევად გულთა მამათაჲსა შვილთა მიმართ, დამტკიცებად ნათესავთა მათ იაკობისთა.11. ნეტარ მათა, რომელთა გიციან შენ და რომელნი სიყუარულითა მით ღმრთისაჲთა შემკულ არიან, რაჲთა ჩუენცა მითვე ცხორებითა ვცხონდეთ.12. ელია, რომელი-იგი არმურითა მით ცეცხლისაჲთა აღმაღლდა, და ელისჱ, რომელი აღივსო სულითა წმიდითა დღეთა მათ შინა მისთა, არა შეძრწუნდა იგი მთავართა მათგან და არცაღა ჰმძლავრობდა მას ჴორციელი.13. ყოველმან სიტყუამან არა გარდაჰმატა მას და შესუენებასა მას მისსა წინაწარმეტყუელ იქმნნეს ჴორცნი მისნი.14. ცხორებასა მას მისსა ქმნა სასწაულები და ნიშები და სიკუდილსა მას მისსა საკჳრველ იყვნეს საქმენი მისნი.15. ამათ ყოველსა შინა არა შეინანა ერმან, და არა განეშორნეს ცოდვათაგან თჳსთა, ვიდრე ტყვე იქმნნეს ქუეყანისაგან თჳსისა, და განაბნივნეს ყოველსა შინა ქუეყანაჲსა16. და დაშთა ერი მცირე, და მთავარნი სახლსა შინა დავითისა რამეთუ ძეთამდე უკუჱ მათგანთა ქმნეს სათნოება, და სხუაჲმან განამრავლნა ცოდვანი17. ეზეკია განაძლიერა ქალაქი იგი თჳსი და შეადგინა წყალი შინა ქალაქსა მას და აღმოჰკუეთა მან რკინითა კლდე იგი და აღაშჱნნა მან საბანელნი იგი წყალთანი.18. დღეთა მათ შინა მისთა გამოვიდა სენაქერიმ და მოავლინა რაფსაკ. მოვიდა, მიყვნა ჴელნი მისნი სიონსა და მდიდრად იტყოდა ამპარტავანებითა მით თჳსითა.19. და მას ჟამსა შეუძრწუნდა მას გული მისი და ჴელნი მისნი და სალმობამან, ვითარცა შობადისამან, შეიპყრნა იგინი.20. და ჰხადეს ღმერთსა მოწყალესა და აღიპყრნეს ჴელნი მათნი მისა და წმიდამან მსთუად შეისმინა მათი და განარინნა იგინი ჴელითა მით ესაჲასითა.21. და დასცა მან ბანაკი იგი ასურისტანელთა მათ და შემუსრნა იგინი ანგელოზმან მან ზეგარდამო.22. ყო ეზეკია სათნოებაჲ ღმრთისაჲ და განძლიერდა იგი გზათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, რომელ-იგი ამცნო ესაჲა წინაწარმეტყუელმან დიდმან და სარწმუნომან ჩუენებათა მისთა.23. დღეთა მათ მისთა კუალად-იქცა მზჱ და შესძინა დღეთა მათ მეფისათა.24. სულითა მით დიდითა იხილა მან აღსასრული იგი და ნუგეშინის-სცა მგლოვარეთა მათ სიონისათა.25. და უთხრა მათ, რაჲ-იგი ყოფად იყო, და ზრახვანი იგი დაფარულნი, ვიდრე არღა მოწევნულ იყვნეს საკჳრველებანი იგი.