12. ეგრეცა ისო, ძჱ იგი იოსედეკისი, რომელთა-იგი დღეთა მათთა აღაშჱნეს სახლი იგი და აღჰმართეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისაჲ განმზადებად დიდებისა მის უკუნისამდე.13. და ნემანისიცა მჴნისაჲ მის კეთილსავე შინა იყავნ საჴსენებელი მისი, რომელმან-იგი აღჰმართნა ზღუდენი ჩუენნი და აღჰმართნა ბჭენი ჩუენნი და დაამტკიცნა მოქლონნი მისნი, აღჰმართნა და აღაშჱნნა გოდოლნი იგი ჩუენნი დამჴობილნი.14. არავინ დაებადა ქუეყანასა ზედა მსგავსად ენუქისებრ, ვითარ-იგი გარდაიცვალა ქუეყანით ზეცად.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 49