5. მომტევებელებისა მისისათჳს ნუ უშიშ იყოფვით შეძინებად ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.6. ნუ ესრე იტყჳ, ვითარმედ: წყალობაჲ მისი ფრიად არს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მო-ვე-მისპნეს, რამეთუ მის მიერ არს წყალობაჲ და ცოდვილთა ზედა დააცხრვის გულისწყრომაჲ მისი.7. ნუ დაჰყოვნი მოქცევად უფლისა და ნუ სდროებ დღითი დღედ მიახლებად მისა, რაჲთა არა გამოვიდეს მყის რისხვაჲ იგი უფლისაჲ და ვიდრე სდროებდე, შეგმუსროს შენ და ჟამსა მას შურისგებისასა წარგწყმიდოს შენ.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 5