7. ვითარცა მზჱ რაჲ მოეფინის ტაძარსა მაღლისასა, ვითარცა მშჳლდი იგი დიდებული უფლისაჲ, რაჟამს მისწუდების ბრწყინვალებაჲ იგი მისი ღრუბელთა,8. ვითარცა ყუავილი ვარდისაჲ დღეთა მათ ახლისათა, ვითარცა ყუავინ შროშანი წარსავალსა წყალთასა, ვითარცა ახალნერგი ლიბანისაჲ დღეთა მათ არისათა;9. ვითარცა საკუმეველი ცეცხლსა ზედა მბერველთა მათ, ვითარცა ჭურჭერი ჭედილი ოქროჲსა მყარისაჲ აღმკული და შთასხმული ანთრაკები იგი პატიოსნები;
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 50