1. აღგიარო შენ, მეუფეო ჩემო, და აღუვარო სახელსა შენსა,2. რამეთუ მექმენ მე შესავედრებელ ჩემდა და შემწე, და იჴსენ სული ჩემი წარსაწყმედელისაგან და მახისაგან, ენისა ცუნდრუკებისაგან და ბაგეთა, რომელნი მომადგეს მე.3. შემიწყალე და მიჴსენ მე მრავლითა წყალობითა შენითა ზახებისაგან, რომელნი განმზადებულ იყვნეს შემუსრვად, და ჴელთაგან, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, სიმრავლისაგან ჭირთა, რომელნი გარემომადგეს მე;4. ჩუენებისაგან გარემო ცეცხლისა და შორის ცეცხლისა, რომელი-იგი მე არა აღმეგზნა;5. სიღრმისაგან უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა და ენისაგან ბილწისა ცილის სიტყჳსა6. და ენისაგან ცუნდრუკისა და ცილის სიტყჳსა. წინაშე მეუფისა მიიწია სიკუდიდმდე სული ჩემი და ცხორებაჲ ჩემი ჯოჯოხეთა მიეახლა.7. გარემომადგეს მე და არავინ იყო მწე ჩემდა. ვხედევდ შეწევნასა კაცთასა და არა მეპოებოდა მე.8. მოვიჴსენე წყალობაჲ შენი, უფალო, და საქმენი ჴელთა შენთანი უკუნისამდე, რამეთუ იჴსნი, რომელთა დაგითმონ შენ, და განარინნე იგინი ჴელთაგან წარმართთაჲსა.9. და აღამაღლნა უფალმან ქუეყანით ლოცვანი იგი ჩემნი და ჴსნისათჳს სიკუდილისა ვიცევდ.10. და ვხადე უფალსა მამასა ჩემსა უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა: ნუ დამაგდებ მე, უფალო, დღეთა ჭირისა ჩემისათა ჟამსა შინა ამპარტავანთასა უძლურთათჳს შეწევნასა და გაქებდენ შენ აღსაარებითა.11. მაშინ ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და მიჴსნა მე წარწყმედისაგან და განმარინა მე ჟამსა ბოროტსა.12. ამისთჳსცა აღგიარო და გაქებდე შენ და უგალობდე სახელსა შენსა უკუნითი უკუნისამდე, უფალო.13. აქამდე არიან სიტყუანი ისოჲსნი, ძისა ელიაზარისაჲ, ძისა ზირაქისაჲ. ვიდრე საცთური არღა წევნულ იყო ჩემდა, ვითხოვე სიბრძნჱ ცხადად ლოცვითა ჩემითა.14. წინაშე ტაძარსა მას დავრდომილ ვიყავ და ვილოცევდი მისთჳს და მი-აღსასრულადმდე ვეძიებდ მას.15. ვითარცა ჟამსა ყურძნის ჭრელოვასა ფერჴი ჩემი დადგა განგებულად სიმტკიცესა და სიყრმითგან ჩემით მოვიძიე იგი.16. მიუდრიკე ყური ჩემი და ვერვე გამომიღებიეს იგი. მრავალი ვპოვე მეცნიერებაჲ მას შინა.17. და წარმემართა მე; რომელმან-იგი მომცა მე სიბრძნე, მივსცე მას დიდებაჲ.18. ვიზრახე მისი ყოფაჲ და აღვიშურვე მე კეთილისათჳს და არა მრცხუენოდის.19. რამეთუ ჰბაძვიდა მას სული ჩემი და საქმითა ჩემითა განვამტკიცე იგი. ჴელნი ჩემნი აღვიხუენ სიმაღლესა, სიბრძნე ჩემი განვიზრახე.20. სული ჩემი წარვიმართე მისა და გონებაჲ ჩემი დავდევ მისა მიმართ და სიწმიდით ვპოვე იგი.21. ამისთჳს არა იპოვა ნაწილი ჩემი დაშრომილ მოუძლურებასა მას მისსა, მისთჳს მოვიგე სიწმიდისა მოსაგებელი.22. მომცა მე უფალმან სასყიდლად ენაჲ, ამით აქებდით.23. ჩემ თანა უმეცარნი და განისუენეთ სახლსა მოძღურებისასა.24. რაჲ არს, რომლითა დააკლდებით თქუენ და სულთა თქუენთა სწყუროდის ფრიად.25. აღვაღე პირი ჩემი და ვიტყოდე: აწ მიიღეთ თქუენ უვეცხლოდ.26. და მოუდრიკეთ ქედი თქუენი უღელსა და მიიღეთ თქუენ სწავლაჲ, რამეთუ ახლოს არს პოვნად იგი.27. იხილეთ თუალითა თქუენითა, რამეთუ მცირედ ვშუერ და ვპოვე განსუენებაჲ.28. დაიმკჳდრეთ მეცნიერებაჲ უფროჲს ვეცხლისა და უფროჲს ოქროჲსა მოიპოვეთ იგი.29. უხაროდენ სულთა თქუენთა წყალობითა მისითა და ნუმცა გრცხუენის თქუენ ქებისა მისთჳს.30. იქმოდეთ თქუენ ქველისსაქმესა თქუენსა ჟამის წინა და მან მოგცეს თქუენ მოუკლებელი იგი სასყიდელი ჟამსა თჳსსა.