17. მოშიშსა უფლისასა განემარჯოს მეგობრობაჲ, რამეთუ ვითარცა იგი არნ, ეგრეცა მეგობარი იგი მისი.18. შვილო ჩემო, სიყრმით შენითგან აღირჩიე სწავლულებაჲ და სიბერედმდე ჰპოვო სიბრძნჱ.19. ვითარცა კაცი ერთი აღმსთობილი მჴნველი და მთერძველი, ეგრჱთ მიუჴედ მას და მოელოდე კეთილთა ნაყოფთა მისთა, რაჲთა საქმესა მას მისსა კნინ ჰშრუე და მსთუად იშუებდე ნაყოფთა მისთა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 6