1. ნუ იქმ ბოროტსა, რაჲთა არა გეწიოს ძჳრი.2. განეშორე სიცრუვისაგან და იგი განგეშოროს შენგან.3. შვილო ჩემო, ნუ სთესავ ურნატთა მათ სიცრუვისათა, რაჲთა არა მოიმკო შჳდ წილად ძჳრი მისგან.4. ნუ ითხოვ უფლისაგან საკარნოსა, ნუცა მეუფისაგან საყდართა დიდებულთა.5. ნუ მართლ-გიჩნ თავი შენი წინაშე მეუფისა და შარავნდედისა წინაშე ნუ აუცნებ სიბრძნესა.6. ნუ ითხოვ მსაჯულებასა, ნუუკუე ვერ უძლო განრჩევად ცრუჲსა მის და მართლისაჲ. ნუუკუე შეგეშინოს შენ პირსა წინაშე მდიდრისასა, რაჲთა არა დაუდვა საცთური განგებულებასა მას შენსა.7. ნუ შესცოდებ სიმრავლესა მას ქალაქისასა და ნუ შეაგდებ თავსა შენსა ამბოხსა მას მათსა.8. ნუ შეერევი ორთა ცოდვილთა, რამეთუ ერთისაცა მათგანისა ვერ განჰმართლდე.9. ნუ ესრე იტყჳი, ვითარმედ: მრავლითა ძღუნითა ჩემითა მომხედოს მე, რაჟამს შევსწირვიდე მე ღმრთისა მაღლისა, მან შეიწიროს ჩემი.10. ნუ სულმოკლე ხარ თავყუანისცემასა მას შენსა და წყალობისა ყოფასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.11. ნუ ეცინი კაცსა ლმობილსა და განმწარებულსა გულითა, რამეთუ უფალმან დაამდაბლის და იგივე არს აღმამაღლებელი.12. ნუ იქმ სიცრუვესა ძმისა შენისათჳს, ნუცაღა მეგობრისათჳს მსგავსად იქმ.13. ნუ გნებავნ ტყუვილად ყოველი ტყუვილი, რამეთუ აღმსთობაჲ იგი მისი არა კეთილ არს.14. ნუ ხუესტობ მრავალთა შორის მოხუცებულთა და ნუ დააცუდებ სიტყუათა აღნათქუემთა შენთა ზედა.15. ნუ გშურნ შური საქმისაჲ და ქუეყანისა საქმჱ, რომელ ღმერთმან დაჰბადა.16. ნუ შეჰრთავ თავსა შენსა მრავალთა თანა ცოდვილთა. მოიჴსენე, რამეთუ რისხვამან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არავის უყვის.17. დაიმდაბლე თავი შენი, რამეთუ შურისსაგებელად ცოდვილთა არს ცეცხლი და მატლი.18. ნუ განჰსცვალებ მეგობარსა შენსა ქრთამად, ნუცა ძმასა ჭეშმარიტსა ოქროდ სოფირისად.19. ნუ განეშოვრები დედაკაცსა ბრძენსა და სახნიერსა, რამეთუ მადლი მისი უმჯობჱს არს ოქროჲსა.20. ნუ განაბოროტებ მსახურსა, რომელი შურებოდის სიმართლით; და ნუცა შეჰსუარავ მორეწესა, რომელმან მოგცა თავი თჳსი.21. მსახური გონიერი უყუარდინ სულსა შენსა და ნუ აჴუებ მას თავისუფლებასა.22. საცხოვარ თუ გედგნენ, ჰღუწოდე მათ. იყვნენ თუ შენდა საჴმარ, დაიდგრინენ იგინი.23. შვილ თუ გესხნენ, განისწავლენ იგინი და მოდრიკე სიყრმითგანვე ქედი მათი.24. ასულ თუ გესხნენ, ეკრძალე მათ და ნუ ჰფუფუნებ მათ და ნუცაღა მხიარულ-ჰყოფ მათა მიმართ პირსა შენსა.25. განქორწინე ასული შენი და იპოვო შენ აღმასრულებელ საქმის დიდის, და ქმარსა გონიერსა მიეც იგი.26. ცოლ თუ გესუას შემსგავსებულად სულისა შენისა, ნუ განჰჴდი მას, და თუ ჰსძულდე, ნუ არწმუნებ თავსა შენსა.27. ყოვლითა გულითა ადიდე მამაჲ შენი და სალმობათა დედისა შენისათა ნუ დაივიწყებ.28. მოიჴსენე, რამეთუ მათ ძლით იშევ შენ და მათსა თჳნიერმცა ვერ იყავ. მიაგე მათ, რაჲ-იგი მათ მოგაგეს შენ.29. ყოვლითა გულითა შენითა გეშინოდენ უფლისა და მღდელნი მისნი ადიდენ.30. ყოვლითა ძალითა შენითა შეიყუარე შემოქმედი შენი და მსახურთა მისთა ნუ შეურაცხ-ჰყოფ.31. გეშინოდენ უფლისა და ადიდე მღდელი და მიეც შენ ნაწილი მისი, ვითარცა მცნებულ არს შენდა, სავსისაჲ და სინანულისათჳს შესაწირავი და მსხუერპლი სიწმიდეთაჲ.32. და გლახაკსა მიუყავ ჴელი შენი, რაჲთა სრულ იყოს კურთხევაჲ შენი.33. მადლი ნიჭისა შენისაჲ იყავნ ყოველთა ჴორციელთა წინაშე; და მკუდარსა ზედაცა ნუ დააკლებ მადლსა,34. ნუ ჴუებულ-ჰყოფ მას ცრემლთაგან შენთა და მგლოვარეთა თანა იგლოვდი.35. ნუ გცონინ მიხედვად სნეულთა, რაჲთა ამით სახითა საყუარელ იყო.36. ყოვლითა საქმითა შენითა მოიჴსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო.