7. ნუ მიმოდახედავ უბნებსა მას ქალაქისასა და ფერჴთა მათთაებრ ნუ შესცთები შენ.8. მოჰრიდე თუალი შენი დედაკაცისაგან შუენიერისა და ნუ განიცდი სიკეთესა მას სხჳსასა, რამეთუ სიკეთესა დედათასა მრავალნი შესცთეს და მათგან სიყუარული ვითარცა ცეცხლი აღატყდა.9. დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა და-ვე ნუ-ჰშჯდები რაჲთურთით და ნუცაღა ანკანაკებ მის თანა ღჳნისა სუმად, ნუუკუე მიდრკეს მისა მიმართ გული შენი და თავით შენით ჰსცთე წარსაწყმედელსა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 9