[თ. 18; მ. 1-8]
1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა...