ტობისი 1:2
1. წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი,2. რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა.3. ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ.
ტობისი თავი 1