ტობისი 1:24
23. და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა.24. და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა.25. და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი.
ტობისი თავი 1